ოთარ ყუშანაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე: პირველი წარმატების შემდეგ ასე ადრე დაქორწინება შეცდომაა… ქართველი ქალი გაიძულებს…

რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე შო­უ­მე­ნმა, ტე­ლე­წამ­ყვა­ნმა ოთარ ყუ­შა­ნაშ­ვი­ლმა „Sport24“ – ს ინტერვიუ მისცა. მან საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ვარსკვლავის, ხვიჩა კვაარცხელიას, შესახებ ისაუბრა.

კუშანაშვილი შეეხო კვარას პირად ცხოვრებასაც და აღნიშნა, რომ ხვიჩას დაქორწინება ნაადრევი იყო.

ოთარ ყუ­შა­ნაშ­ვი­ლი:

– კვა­რა­ცხე­ლია? ხვი­ჩა უღიმ­ღა­მო გუნდში თა­მა­შობს, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი მა­შინ და­ი­წყო რო­დე­საც კლუ­ბი­დან სპა­ლე­ტი წა­ვი­და. მან “ნა­პო­ლის” ოქ­როს მედ­ლე­ბი მო­უ­ტა­ნა და სურ­და გუნ­დი­დან კარგ ნო­ტა­ზე წა­სუ­ლი­ყო. მათ­მა ტი­რან­მა პრე­ზი­დენ­ტმა კი მად­ლო­ბაც არ გა­და­უ­ხა­და. ამის შემ­დეგ მთა­ვარ­მა თავ­დამ­სხმელ­მა (ვიქ­ტორ ოსი­მენ­მა) ხვი­ჩას აგენტს (მა­მუ­კა ჟუ­ღელს) მო­უ­წო­და მო­ე­კე­ტა, მა­შინ რო­დე­საც ხვი­ჩა მის გვერ­დით თა­მა­შობს.

რაც შე­ე­ხე­ბა კვა­რა­ცხე­ლი­ას და­ო­ჯა­ხე­ბას, კუ­შა­ნაშ­ვილს მი­აჩ­ნია, რომ სპორ­ტსმე­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ცო­ლის მოყ­ვა­ნა ნა­ად­რე­ვი იყო.

“მა­ინ­ტე­რე­სებს ფი­ზი­ო­ნო­მია. ახ­ლა­ხან ვნა­ხე ხვი­ჩის ცოლი – დამ­თავ­რდა ეს ბიჭი. ძა­ლი­ან ადრე და­ქორ­წინ­და. და­ვი­ნა­ხე ხვი­ჩის ბავ­შვუ­რი სახე და მის გვერ­დით ქარ­თვე­ლი ტა­ტი­ა­ნა ტა­რა­სო­ვა (სსრკ-ის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მწვრთნე­ლი ფი­გუ­რულ სრი­ალ­ში). მგო­ნი ხვი­ჩას ყვე­ლა­ფერს წა­არ­თმე­ვენ. სა­ხე­ზე ეწე­რა – ნახ­ვამ­დის, ჩე­კის წიგ­ნა­კო.

ქარ­თვე­ლი ქალი გა­ი­ძუ­ლებს კა­პი­ტუ­ლა­ცია გა­მო­ა­ცხა­დო, გა­გაგ­დებს გა­რეთ, შე­გა­ფურ­თხებს ზურ­გში, მერე მობ­რუნ­დე­ბა სახ­ლში გა­და­ით­ვლის ფულს და გა­ი­ფიქ­რებს, რა­ღაც მა­ინც ვი­ხე­ი­რე ამ კა­ცის­გან. პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ ასე ადრე და­ქორ­წი­ნე­ბა შეც­დო­მაა“, – გა­ნა­ცხა­და კუ­შა­ნაშ­ვილ­მა.

ეს იგი­ვე იქ­ნე­ბო­და მე რომ „ოლიმპ ბეტ­თან“ გა­ფორ­მე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ტის შემ­დეგ ან­ფი­სა ჩე­ხო­ვას­თვის და­მე­ძა­ხა სა­ძი­ნე­ბელ­ში, მე ხომ ყვე­ლა­ფერს დავ­კარ­გავ­დი, ის კი წა­ი­ღებ­და ყვე­ლა­ფერს“ , – ამ­ბობს კუ­შა­ნაშ­ვი­ლი.

შეგახსენებთ, გასულ წელს ნიცა თავაძეზე დაქორწინდა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: მე ჩვენს პარტნიორებს განვუმარტე, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია შეჯერდეს პოზიციები – ვხედავ პოზიტიურ ძვრებს, ბოლო შეხვედრების შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არის მზაობა დისკუსიისთვის

მამუკა ხაზარაძე: ქვეყანას აკარგვინებენ ევროპულ არჩევანს, თიშავენ და აქუცმაცებენ საზოგადოებას – ამას პრინციპული ერთობა, სიმშვიდე და გამძლეობა უნდა დავახვედროთ, დავდგეთ იქ, სადაც საქართველოს ბედი წყდება

მამუკა მამულაშვილი: მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცებს ჩემი პოლიტიკაში ჩართვის ეშინიათ. გარწმუნებთ, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებ, ან თუ მივიღებ საერთოდ, აუცილებლად ვიტყვი საჯაროდ

შსს – ერთ-ერთი დაკავებული აცხადებს, რომ აქციაზე გაიგო მელიას, ელისაშვილის, გვარამიას, ვაშაძის, ზურაბ ჯაფარიძის საუბარი, რომ ისინი ახალგაზრდებს დავალებების შესრულებისთვის გადაუხდიდნენ თანხას – ბრალდებულის თქმით, მან მიიღო 1200 ლარი