მამუკა ხაზარაძე: ქვეყანას აკარგვინებენ ევროპულ არჩევანს, თიშავენ და აქუცმაცებენ საზოგადოებას – ამას პრინციპული ერთობა, სიმშვიდე და გამძლეობა უნდა დავახვედროთ, დავდგეთ იქ, სადაც საქართველოს ბედი წყდება

ქვეყანაში მიმდინარე დაპირისპირების, მუქარის, თავდასხმების პროვოცირებას, ძალადობას ახორციელებს „ქართული ოცნება” თავისი ოფიციალური თუ არაოფიციალური სტრუქტურებით, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი  სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ასე იწყებოდა 90-იანებში საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება, „რაც საბოლოოდ გამოუსწორებელი ტრაგედიით დამთავრდა, ქართველმა ქართველს ესროლა, მოხდა სამოქალაქო ომი“.

ს სპეცსამსახურების მონაწილეობით ჩატარებული ოპერაციის ანალოგი ხდება ახლაც. ქვეყანას აკარგვინებენ ევროპულ არჩევანს, თიშავენ და აქუცმაცებენ საზოგადოებას. ამას პრინციპული ერთობა, სიმშვიდე და გამძლეობა უნდა დავახვედროთ.

დავდგეთ იქ, სადაც საქართველოს ბედი წყდება, იქ, სადაც ჩვენი შვილები დგანან, იქ, სადაც თავისუფლება და დამოუკიდებლობაა“, – წერს ხაზარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს