ოთარ ნადარაია – ოქროში რეზერვების გარკვეული წილის ფლობა რაციონალურია

რეზერვების გარკვეული წილის ფლობა ოქროში რაციონალურია, – ასე აფასებს “ კაპიტალის” მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია სებ-ის გადაწყვეტილებას, რომელმაც რეზერვებს მონეტარული ოქრო დაამატა.
როგორც ნადარაია მიიჩნევს, ეს უკვე საერთო ტენდენციაა და რეზერვების გარკვეული ნაწილის ოქროში ფლობა საჭიროც კი არის.
„საერთო ტენდენცია, რომ გარკვეული წილი საერთაშორისო რეზერვების არის ოქროში. მთლიანად არის გარკვეული რისკი, რადგანაც ოქროს ფასი არის მერყევი. მაგალითად, თუ გეოპოლიტიკური ვითარება დასტაბილურდა, ეს გამოიწვევს ოქროს ფასის შემცირებას, მაგრამ რეზერვების გარკვეული წილის ფლობა ოქროში რაციონალურია“, – აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი