ოდიშარიამ დეპუტატ ქალებს შეურაცხყოფა მიაყენა

„ესაა მოუტ***ნელი ქალების სინდრომი“, – ამ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები დღეს, 3 აპრილს, პარლამენტში.
ოდიშარიამ ეს შეურაცხმყოფელი რეპლიკა სხდომათა დარბაზში იმ დროს თქვა, როდესაც პარლამენტის ტრიბუნიდან „ლელოს“ წევრი გამოდიოდა და გენდერული კვოტირების გაუქმებას აკრიტიკებდა.
„არ მიკვირს განსაკუთრებული შეტევა ქალებზე და ქალ დეპუტატებზე. თქვენ ხომ ის პარტია ხართ, რომლის მთავარი პროპაგანდისტები და აპოლოგეტები დადასტურებულად სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ადამიანები არიან და გადაფარებული ხართ ამ ხალხზე“, – ამბობდა ანა ნაცვლიშვილი, რა დროსაც ბექა ოდიშარიამ ქალებს შეურაცხყოფა მიაყენა.