ოდესაში ოთხი ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის სარაკეტო თავდასხმას

ში, შავი ზღვის საპორტო ქალაქ ოდესაზე ს სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა ოთხი ადამიანი, დაიჭრა 28 პირი – განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გამოვიდა მოწოდებით უკრაინას უფრო სწრაფად მიეწოდოს ძალიან საჭირო შეიარაღება.
ოდესაზე საღამოს განხორციელებული შეტევის შედეგად დაიღუპა სამი ქალი და ერთი კაცი – წერს გუბერნატორი ოლეჰ კიპერი ტელეგრამით.
ზელენსკი ამ განცხადებებით უფრო ადრე გამოვიდა, კიევში, ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ზელენსკიმ თქვა, რომ იარაღის და საბრძოლო მასალების მცირე რაოდენობა უკვე ჩავიდა უკრაინაში, თუმცა გამოვიდა მოწოდებით, რომ პროცესი უნდა დაჩქარდეს – საიმისოდ, რომ ეფექტიანი იყოს. “დროული დახმარება ჩვენს არმიას. დღეს, ჯერჯერობით ამ საკითხზე ვერაფერ პოზიტიურს ვერ ვხედავ. მიწოდება არის, ის ნელი ტემპით დაიწყო, მაგრამ პროცესი უნდა დაჩქარდეს” – თქვა ზელენსკიმ.
პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა აღიარა, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა ჯეროვნად ვერ შეასრულეს სამხედრო დახმარების პირობა. “მხარდაჭერაში სერიოზული შეფერხებები ნიშნავდა სერიოზულ შედეგებს ბრძოლის ველზე” – თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 24 აპრილს მოაწერა ხელი უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტს – მას მერე, რაც ის იოლად დაამტკიცა აშშ-ის სენატმა.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ