“ნუ ატყუებ საზოგადოებას,…” – ავტორები სოციალურ ქსელში ,,ჯისიეის” დაუპირისპირდნენ

“ნუ ატყუებ საზოგადოებას,…” – ავტორები სოციალურ ქსელში ,,ჯისიეის” დაუპირისპირდნენ
საქპატენტის მიერ გამოცხადებულ აკრედიტაციის კონკურსში, რომლის მიხედვითაც ჰონორარების განკარგავს საავტორო უფლებების სფეროში მხოლოდ ერთი ასოციაცია შეძლებს – განაცხადების მიღების ვადა 26 ნოემბერს იწურება.
საავტორო უფლებების სფეროში სიტუაცია ამ დროისთვის ასე გამოიყურება: GERA-ს ბაზაზე შეიქმნა ახალი პლატფორმა, რომელშიც სამივე ასოციაციის (GERA; GCA; GNRA) ავტორ-შემსრულებლებს გაერთიანდნენ. კონკურსში პლატფორმა ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია-IPOA-ს სახელით მიიღებს მონაწილეობას. Რაც შეეხება, GCA-ს, კვლავ ცდილობს კონკურსში მონაწილეობის უფლება მოიპოვოს, თუმცა ვინაიდან, მის მიერ შეტანილი განცხადება რამდენჯერმა დახარვეზდა, ამ დრომდე უცნობია შეძლებს თუ არა კონკურსში მონაწილეობის მიღებას.
,,IPOA-ს შექმნას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გიგა კობალაძის ასოციაცია GCA და ახალი ასოციაციაც რუსულად შერაცხა. პოსტი, რომელიც მან აღნიშნულ ცილისწამებას მიუძღვნა საქართველოს ავტორთა მხრიდან აღშფოთებას იწვევს. ამას ვკითხულობთ კიდეც დათო ევგენიძის, რომა რცხილაძის, გიგა პაპასკირის და სხვა ავტორების კომენტარებშიც. თუმცა, მათი მხრიდან გამოთქმული უნდობლობის, მრავალწლიანი უკმაყოფილებისა და GCA-ს მხრიდან, გაფლანგული ჰონორარების შესახებ, თუმცა ხელოვანების კომენტარები GCA–ის პოსტიდან მომენტალურად ქრება.
GCA-ის მიმართ უნდობლობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც აუდიტის დასკვნის შედეგები გასაჯაროვდა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ აღნიშნული ასოციაცია ავტორებს წლების განმავლობაში ჰპარავდა ჰონორარს,'' – აცხადებენ ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის ასოციაციაში.
საქპატენტს კონკურსში გამარჯვებულის გამოსაცხადებლად ვადა 1 თვე აქვს.
რომა რცხილაძე: “მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენი ფული მოიპარე და ამბობ, ეგ დანაშაული კი არა, ჩვენი უფლება იყოო, მერე კიდე, პანდემიის დროს, ყველას შეუმცირე ჰონორარები და შენ ამ დროს ადმინისტრაციული ხარჯები გაზარდე. Ქურდი ხარ და ნუ ცდილობ, აქ ვითომ პატრიოტული ლოზუნგებით ხალხი მოატყუო… ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით.”
: გიგა კობალაძეზე მინდა კომენტარი გავაკეთო. როცა ამ ადამიანის სახელი და გვარი მესმის, უფლებათა დაცვის ასოციაციის მაგივრად, სულ სხვა ასოციაციები მაქვს..ილუზიონისტი კიო ან დევიდ კოპერფილდი, მაგრამ ისინი შოუს მაინც აკეთებდნენ და მასხარა ადამიანი რას აკეთებს ვეღარ ვხვდები. ისე უტიფრობის მაგალითია ჩემთვის- რა რუსეთუმეობაზე მელაპარაკები ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით… შენ არ იყავი ფედოტოვთან, რომ საქმეს ალაგებდი, რომ დაიჭირეს და გასკდა რაოს სკანდალი მაგის მერე შეწყვიტე ურთიერთობა. ალბათ იფიქრე მეც რამეში არ გავიშაროო, თორემ მანამდე კარგად გაგქონდა და შემოგქონდა ფული დან- თუ მაშინ რუსი მტერი არ იყო და ჩვენი ბიჭები არ იყვნენ დახოცილები აგვისტოს ომში? Ახლა რომ გავიგეთ რამდენს ჰპარავდი ხელოვანებს დაიწყე ისევ მანიპულაციები და ნუ ატყუებ საზოგადოებას, კანონის ძალით ყველას მოუწევს დანაშაულზე პასუხისგება…”