ანთროპოლოგი, პროფესორი ნუცა ბათიაშვილი:
უნდა ვაღიაროთ, რომ ქოცები უძლიერესები არიან რიტორიკულ/ნარატიულ ომებში.
ნებისმიერ რამეს მოუძებნიან სახელდებას, რომელიც სრულიად აცდენილია ამ რამის არსს, მაგრამ თავად სახელდებაა ისეთი, რომ
ფეხს იკიდებს.
მაგალითად, “დეფორმაზე” აბიტურიენტებში გავრცელებული ნარატივი ასეთია: “რეფორმის შედეგი ის იქნება, რომ ვინც მართლა სწავლობს ის ჩააბარებს და ტყუილი დიპლომები აღარ ექნება ხალხს”. რა შუაშია? საერთოდ არაფერში. მაგრამ თავად ეს “ყველას დიპლომი აქვს” ნარატივი ყველაზე ძველი და ფეხმოკიდებული კრიტიკაა ქართველის მენტალიტეტისაც და განათლების სისტემისაც. ანუ სახელდება ყურს კარგად ხვდება. მერე რა რომ რეფორმასთან სააერთოდ არაფერ შუაშია. მთავარია რომ რაღაც ფორმა, რაღაც შინაარსს ხანდახან, შეიძლება, ცოტა, ოდნავ, თითქოს ემთხვევა.
ზუსტად იგივე რიტორიკულ ტაქტიკას იყენებენ დასანქცირებაზე. სანქცია უცებ სამშობლოსთვის და სიმართლისთვის წამებულის სიგელია. ჩვენ ხალხი ქიმიური იარაღით დავწამლეთ და ციხეში ჩავყარეთ და დაგვასანქცირეს კი არა. ჩვენ სხვა აზრი გვაქვს და ვისჯებითო (იხილეთ წულუკიანის კომენტარი).
იგივე ხერხი აქვთ ისტორიულ ფიგურებზე. ერეკლე მეორედან დავით აღამაშენებლამდე (მაგალითისათვის იხილეთ პაპუაშვილის გამოსვლა თელავში).
მოკლედ, რაც გინდა უყავი, მიდგებიან: edit>rename დაკლიკავენ და რასაც დაარქმევენ ის გრიალებს ქვეყნის ჰედლაინად.
ეხლა ეს “გადარქმევები” თვალსაჩინოა, მაგრამ ხვალ თქვენი შვილებისთვის შეიძლება აღარ იყოს არც თვალსაჩინო და არც სასაცილო. ზუსტად ისევე როგორც ის აღარაა თვალსაჩინო, რა უყვეს მათმა
მოგონილმა სახელდებებმა ქვეყნის შენების 9 წელს და მის ყველა შემოქმედს.




