ნოემბერში მოსამართლეები დანამატის სახით ნახევარ მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ – სასამართლოს გუშაგი

არასამთავრობო ორგანიზაცია “სასამართლოს გუშაგის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეები ნოემბერში დანამატებს მიიღებენ, რომელთა ჯამი ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს. მათივე ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2024 წლის 11 ნოემბერს მიიღო.
როგორც “სასამართლოს გუშაგის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მოსამართლეები დანამატის სახით თანამდებობრივი სარგოს 50%-ს მიიღებენ, რაც ჯამში დაახლოებით 685 750 ლარს შეადგენს.
“სასამართლოს გუშაგი” საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის მიხედვით მოსამართლეების თანამდებობრივი სარგოს ოდენობებს ავრცელებს:
· სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე – 5 800 ლარი;
· სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 5 600 ლარი;
· სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე – 5 300 ლარი;
· სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე – 5 000 ლარი;
· რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე – 4 600 ლარი;
· რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე – 4 300 ლარი;
· რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლისა, მაგისტრატი მოსამართლე – 4 000 ლარი.
“სასამართლოს გუშაგის” ინფორმაციით, მოსამართლეებისთვის, თანამდებობების მიხედვით, ჯამურად გაწერილია შემდეგი ოდენობა:
· სააპელაციო სასამართლოს 2 თავმჯდომარე – 5800 ლარი;
· სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის 1 მოადგილე – 2800 ლარი;
· სააპელაციო სასამართლოს პალატის 2 თავმჯდომარე – 5300 ლარი;
· თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების 85 მოსამართლე – 212 500 ლარი;
· რაიონული სასამართლოს 23 თავმჯდომარე – 52 900 ლარი;
· რაიონული სასამართლოს კოლეგიის 3 თავმჯდომარე – 6450 ლარი;
· რაიონული სასამართლოს მოსამართლე, მაგისტრატი მოსამართლე (რომლებსაც არ უკავიათ თანამდებობები) – 200 – 400 000 ლარი.
“სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელი, ნაზი ჯანეზაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ მოსამართლეები ფიქსირებულ ანაზღაურებას იღებენ და იმისათის, რომ უფრო ემტი შემოსავალი მიიღონ, მთელი წლის განმავლობაში მოსამართლეები იღებენ ყოველთვიურ დანამატსაც. მისივე თქმით, ამის გარდა, პერიოდულად, საბჭო კვლავ აწესებს დანამატს, რაც შეიძლება ეხებოდეს გარკვეულ დღესასწაულებს ან გარკვეულ მოვლენებს.
ჯანეზაშვილის სიტყვებით, სასამართლოს ამგვარი პრაქტიკა მოსამართლეების ლოიალობის მოპოვებას უკავშირდება.
“რატომ აკეთებს ამას საბჭო? ეს არის მნიშვნელოვანი. სისტემის, მოსამართლეების მხრიდან მაქსიმალურად მეტი ლოიალობა მოიპოვოს. საბჭოზეა დამოკდიებული ის, თუ რა ანაზღაურებას მიიღებს ყოველთვიურად მოსამართლე, იქნება თუ არა გათვალისწინებული დანამატი?
ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საბჭოს ჰქონდეს უფრო მეტი იმედი, რომ საჭიროების შემთხვევაში მოსამართლეები იქნებიან ლოიალურები. ამ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო. არც ხელისუფლებისგან და არც არავისგან მას არ სჭირდება ნებართვა. დანამატს იღებს ყველა მოსამართლე და არა შერჩევითობის პრინციპით. ამასაც სპეციალურად აკეთებენ, სწორედ იმიტომ, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნონ სისტემაში გავლენა”, – ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.
ფორუმი