ნინო ლომჯარია – დღევანდელი მარშის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ დავაფიქსიროთ სოლიდარობა ჩვენი პატრიოტი მოქალაქეების მიმართ და შევახსენოთ და დავანახოთ შს სამინისტროს საკუთარი თავი

დღევანდელი მარშის იდეაც იმაში მდგომარეობს, რომ დავაფიქსიროთ სოლიდარობა ჩვენი პატრიოტი მოქალაქეების მიმართ და შევახსენოთ და დავანახოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთარი თავი, – ამის შესახებ განაცხადა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელმა, ნინო ლომჯარიამ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ მიმავალ „თავისუფლების მარშს“ შეუერთდა.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, „თავისუფლების მარშის“ მონაწილეები იმ სამართალდამცავების დასჯას ითხოვენ, ვინც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებზე დანაშაულები ჩაიდინა.
„საქართველოს ათეულობით მოქალაქე, მშვიდობიანი მანიფესტანტები სცემეს. მათ შორის დაკავების შემდგომ პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა მათ სასტიკად. ადამიანებს დახვდნენ სადარბაზოებთან და სცემეს. ათასობით საქართველოს მოქალაქეს დაურეკეს, დაემუქრნენ. 200-მდე მოქალაქეა დაჯარიმებული უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად. პოლიციის მხრიდან არცერთი ადამიანი არ არის პასუხისგებაში მიცემული, არც პასუხისმგებელი პირები და არც შემსრულებლები. დღევანდელი მარშის იდეაც იმაში მდგომარეობს, რომ დავაფიქსიროთ სოლიდარობა ჩვენი პატრიოტი მოქალაქეების მიმართ და შევახსენოთ და დავანახოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთარი თავი. მოვითხოვთ ყველა იმ ადამიანის დასჯას, ვინც დანაშაულები ჩაიდინა“, – განაცხადა ნინო ლომჯარია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება