: კანონის დაცვით შევიტანეთ ბიუჯეტის პროექტი რუსთავის საკრებულოში, რომელიც 25 მილიონი ლარით გაიზრდა და …

რუსთავის საკრებულოს სხდომაზე დღეს ბიუჯეტის პროექტი უნდ განიხილონ. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია ქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტს მხარს არ დაუჭერს.
ბიუჯეტი 26 მილიონი ლარით იზრდება და 112 მილიონს შეადგენს. საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც გახარიას გუნდის წევრია, ამბობს, რომ საკრებულოსთან მიმართებით ბიუჯეტი უსამართლოდ არის შედგენილი და მასში არ არის გათვალისწინებული არც ქალაქის ინტერესები.
რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, მიზეზები, რის გამოც ოპოზიცია ბიუჯეტის მხარდაჭერაზე უარს ამბობს, არასერიოზულია და ოპოზიცია საკუთარი პირადი მიზნებით ხელმძღვანელობს.
“კანონის სრული დაცვით შევიტანეთ ბიუჯეტის პროექტი რუსთავის საკრებულოში, რომელიც 25 მილიონი ლარით გაიზარდა და სადაც გათვალისწინებულია ის მოთხოვნები, რაზეც სისტემატურად მოსახლეობასთან ერთად ვთანხმდებოდით.
მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა ის საკითხები მოისმინოს, რაზეც საკრებულომ უარი თქვა, ეს არის საკრებულოს ბიუჯეტის ნაწილი, რომელიც ეხება პრემია-დანამატის ნაწილს. სამწუხაროა, რომ ამაზე საუბარი გვიწევს, იმიტომ, რომ 25 მილიონიანი ზრდა ეხება ბევრად უფრო ღირებულ საკითხებს, როგორიც არის სტუდენტების დაფინანსება, სოციალური საკითხები, ჯანდაცვის საკითხები, ინფრასტრუქტურის განვითარება და ამ დროს საკრებულო საუბრობს სწორედ პრემია-დანამატებზე, საკრებულოს ნაწილში საუბრობს ფარდა-ჟალუზებზე და სხვადასხვა ინვენტარზე, რომელიც ბიუჯეტის ნაწილში შეიძლება არ იყოს გათვალისწინებული და გაზრდილი საკრებულოს ბიუჯეტი არ იყოს წარმოდგენილი 2024 წლის ქალაქის ბიუჯეტში “, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ხოშტარია ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, მას სასჯელი ისე განესაზღვრა, როგორც მოსამართლემ საჭიროდ ჩათვალა. ადამიანის ციხეში ყოფნა არავის სიამოვნებს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს დანაშაულის ჩადენასთან და მრავალჯერ, ეს მის მიმართ სასჯელის ნაწილზე მოქმედებს

პრეზიდენტის მეუღლის წარუმატებლობამ გაუკუღმართებული აფთრისებური სიხარული აღუძრა ბნელ გულში და საშინელი, ჯოჯოხეთური ხმებით გადაავსეს ფეისბუკის სანახები – რაღაც ზომებია მისაღები, თორემ არაა მაინცადამაინც სასიამოვნო, ამდენი აფთრის ზნის ადამიანის ყურება