ნიკუშა შენგელაია: ყველაფერი შრომით, თაობების მიერ არის შექმნილი, შევსებულია დეკლარაცია და არაფერია დამალული… არ მეკადრება პასუხი გავცე ჭორიკანებს!

“ფეისბუქზე”, ერთ-ერთ გვერდზე, ნიკუშა შენგელაიას და ეკა ჭიჭინაძის ქონების შესახებ გამოქვეყნდა სტატია, რომელიც სოციალურ ქსელშიც ხშირად ტრიალებს და ისედაც არ იყო საიდუმლო. საუბარია შენგელაიების ქონებაზე: 6 საცხოვრებელი ბინა (სახლი) თბილისში, წყნეთსა და ბათუმში, 4 ავტომობილი, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 270 000 დოლარია, ასევე მითითებულია 345 800 ლარი საბანკო ანგარიშზე და 480 000 დოლარი ანაბარზე…

ამ საკითხთან დაკავშირებით თავად ნიკუშა შენგელაიას ვთხოვეთ კომენტარი.

მან საუბარი არ ისურვა, მხოლოდ ის გვითხრა, რომ ყველაფერი შრომით, თაობების მიერ არის შექმნილი, შევსებულია დეკლარაცია და არაფერია დამალული… რაც შეეხება ინტერვიუს, მხოლოდ ეს განაცხადა, – “არ მეკადრება პასუხი გავცე ჭორიკანებს!”

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად