ნიკოლას მადურო – -ის მთავრობა ვენესუელაზე კრიმინალური შეტევის დაწყების გამართლებას ცდილობს – ეს აგრესიაა

აშშ-ის მთავრობა ვენესუელაზე კრიმინალური შეტევის დაწყების გამართლებას ცდილობს, – ამის შესახებ ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა.
ნიკოლას მადუროს განცხადებით, -სა და ვენესუელას შორის ბოლო დროს მომხდარი ინციდენტები ვაშინგტონის მხრიდან აგრესიას წარმოადგენს და არა დაძაბულობას.
„ეს დაძაბულობა არ არის. ეს აგრესიაა, ეს პოლიციის აგრესიაა, ეს პოლიტიკური აგრესიაა, ეს დიპლომატიური და სამხედრო ხასიათის აგრესიაა“, – განაცხადა ნიკოლას მადურომ.
ასევე, მისი თქმით, ბოლო დროს აშშ-სა და ვენესუელის მთავრობებს შორის კომუნიკაცია აღარ არის.
„აშშ-ის მთავრობასთან კომუნიკაცია დაკარგულია და ეს დაკარგულია მათ მიერ ბომბების, სიკვდილისა და შანტაჟის მუქარით“, – აღნიშნა მადურომ.
შეგახსენებთ, აშშ-სა და ვენესუელას შორის დაძაბულობა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მას შემდეგ გაიზარდა, რაც აშშ-მა კარიბის ზღვის სამხრეთში სამხედრო ხომალდები და გამანადგურებელი თვითმფრინავები გაგზავნა. თეთრი სახლის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯის მიზანს ნარკოკარტელების განეიტრალება წარმოადგენს.
ამასთან, მიმდინარე თვის დასაწყისში აშშ-მა კარიბის ზღვაში ვენესუელიდან გამოსულ ნავს დაარტყა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა. თეთრი სახლის ცნობით, ნავს არალეგალური ნარკოტიკები გადაჰქონდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ლევან გამრეკელმა ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას შექმნა ორგანიზებული ჯგუფი პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად და ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს