ნიკა კაცია – თუ ვინმეს ბოდიში აქვს მოსახდელი, აქვს რეჟიმს იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სასიკვდილოდ გაწირეს, ასევე, 60-ზე მეტი პატიმრისთვის – ბოდიშს მოვიხდი კი არა, ეს სიმართლე კიდევ უფრო ხმამაღალი იქნება, ჩვენი ხმა მისწვდება კოსმოსს

როცა ვსაუბრობთ ღირსეულ ქალზე, აუცილებლად უნდა ვახსენო ნინო დათაშვილი, რომელსაც სისტემა ძალიან უსამართლოდ ექცევა – თუ ვინმეს ბოდიში აქვს მოსახდელი, აქვს რეჟიმს იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სასიკვდილოდ გაწირეს,- ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ჟურნალისტმა ნიკა კაციამ სასამართლო დარბაზში, ჩვენების მიცემამდე განაცხადა.
ამასთან, მან სოლიდარობა გამოუცხადა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელსაც. როგორც მან აღნიშნა, მზია ამაღლობელი თავისი საქციელით სამაგალითოა.
„პირველ რიგში, ჩემს კოლეგა მზია ამაღლობელს უნდა გამოვუცხადო ძალიან დიდი სოლიდარობა. მზია ამაღლობელი თავისი საქციელით სამაგალითოა. როცა ვსაუბრობთ ღირსეულ ქალზე, აუცილებლად უნდა ვახსენო ნინო დათაშვილი, რომელსაც სისტემა ძალიან უსამართლოდ ექცევა.
თუ ვინმეს ბოდიში აქვს მოსახდელი, აქვს რეჟიმს იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სასიკვდილოდ გაწირეს. ასევე, ბოდიში აქვს მოსახდელი რეჟიმს თითოეული – 60-ზე მეტი პატიმრისთვის. ქვეყნის გაუბედურებისთვის, ბევრი ადამიანის შეურაცხყოფისთვის.
მოდის ძალიან ბევრი ხმა, რომ რაღაცებს გვთხოვენ. ერთხელ და სამუდამოდ – ბოდიშს მოვიხდი კი არა, ეს სიმართლე კიდევ უფრო ხმამაღალი იქნება, ჩვენი ხმა მისწვდება კოსმოსს“, – აღნიშნა კაციამ.
ცნობისთვის, ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – მათ ენაზე ვეტყვი – რა „მელკი“ ხალხიც არიან, ისეთივე „მელკი და მეშჩან“ თემებს დასდევენ – ბოლო რამდენიმე დღეა, ოლიგარქის ლეკვების შეტევის მთავარი ობიექტი „ლელო – ძლიერი საქართველო“ გახდა, გასაგებია, ვაწუხებთ