ნიდერლანდებმა უკრაინელი პილოტების გასაწვრთნელად კიდევ სამი F-16 გამოყო

17 აპრილს, ნიდერლანდები კიდევ სამ F-16 მოიერიშე თვითმფრინავს გადასცემს რუმინეთის სასწავლო ბაზას, სადაც უკრაინელ პილოტებს და სახმელეთო პერსონალს ასწავლიან ავიაგამანადგურებლებით ფრენას და საბრძოლო თვითმფრინავების გამართვას.
ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის ერთ-ერთი წამყვანი ძალაა, რომელიც ს F-16-ს აწვდის, რათა გააძლიეროს მისი საჰაერო თავდაცვა ს აგრესიასთან გასამკლავებლად.
, ნიდერლანდები და შეერთებული შტატები იმედოვნებენ, რომ ამ ზაფხულს უკრაინას ათეულობით F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავიდან პირველ ნაწილს მიაწოდებენ.
უკრაინის პრეზიდენტმა მ ამ ნაბიჯს გასულ წელს “გარღვევა” უწოდა და თქვა, რომ თვითმფრინავები გააძლიერებს უკრაინის საჰაერო თავდაცვას და მას რუსული ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევაში დაეხმარება.
მაგრამ შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის შესაძლებლობების გათვალისწინებით [ეს] თვითმფრინავები ვითარებას მნიშვნელოვნად არ შეცვლის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასულ თვეში განაცხადა, რომ F-16-ებს რუსული ძალები ბრძოლის ველზე გაანადგურებს.
ნოემბრის შემდეგ ჰოლანდიელებმა დაპირებული 18 F-16-დან, რვა უკვე მიაწოდეს საწვრთნელ ობიექტს. ისინი უკრაინას სულ 24 F-16-ის მიწოდებას დაჰპირდნენ. ჰოლანდიის მთავრობამ გასულ კვირას განაცხადა, რომ წელს უკრაინის სამხედრო დახმარებას ჯამურად 3 მილიარდ ევრომდე გაზრდის და იგივე თანხა გამოყო 2025 წლისთვისაც.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი: მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცებს ჩემი პოლიტიკაში ჩართვის ეშინიათ. გარწმუნებთ, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებ, ან თუ მივიღებ საერთოდ, აუცილებლად ვიტყვი საჯაროდ