ნიდერლანდები უკრაინისთვის პირველი 18 F-16 ავიაგამანადგურებლის გადაცემისთვის ემზადება

ნიდერლანდები უკრაინისთვის პირველი 18 F-16 ავიაგამანადგურებლის გადაცემისთვის ემზადება. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.
რუტემ აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბარში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეატყობინა ნიდერლანდების მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ უკრაინისთვის პირველი 18 F-16 თვითმფრინავის გადაცემისთვის დაიწყოს მზადება.
„F-16-ების მიწოდება უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ შეთანხმებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ექსპორტზე ნებართვის გარდა, თავად გადაცემამდე კიდევ რამდენიმე კრიტერიუმი უნდა შესრულდეს, მათ შორის შესაბამისი სპეციალისტებისა და ინფრასტრუქტურის მზაობის მხრივ. ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ნიდერლანდებმა არ შეამცირეს უკრაინისთვის დახმარების მიწოდების ვალდებულებები, რომელიც მიმდინარე რუსულ აგრესიაზე საპასუხოდაა საჭირო,” – წერს რუტე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე – ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპელი დეპუტატების განცხადებები კი საერთოდ არ არის საინტერესო