ნიდერლანდები უკრაინას დამატებით 4.4 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ნიდერლანდები 2024-2026 წლებში ს დამატებით 4,4 მილიარდ ევროს გამოყოფს, – ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების მთავრობა ავრცელებს.
ნიდერლანდების მთავრობის ცნობით, გამოყოფილი თანხა უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება.
„უკრაინის ნებისმიერი დამატებითი მხარდაჭერა რეგულარული ბიუჯეტის ფარგლებში მოხდება და დამოკიდებული მინისტრთა მომავალ კაბინეტზე იქნება“, – ნათქვამია ნიდერლანდების მთავრობის ანგარიშში.
ასევე, მთავრობის ანგარიშში მითითებულია, რომ უკრაინაში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ნიდერლანდებმა უკრაინის დასახმარებლად დაახლოებით 10 მილიარდი ევრო გამოყო.