ნიდერლანდების მთავრობა F-16-ის ტიპის 18 გამანადგურებელს მოამზადებს უკრაინისთვის გადასაცემად

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მარკ რიუტე სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნიდერლანდების მთავრობა 18 F-16 გამანადგურებელს მოამზადებს უკრაინისთვის გადასაცემად. მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, სატელეფონო საუბრისას აცნობა.
რიუტემ F-16-ის გადაცემას რუსეთის აგრესიასთან უკრაინის ბრძოლაში უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის შეთანხმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი უწოდა. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შთაბეჭდილების ქვეშაა უკრაინის წარმატებებით ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და რომ ნიდერლანდები ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინის ევროინტეგრაციის შესახებ ახალი შეთანხმებები მიღებულ იქნას ევროპული საბჭოს შეხვედრაზე მომავალი წლის თებერვალში.
22 დეკემბერს ნიდერლანდებმა შეათანხმა უკრაინისთვის მხარდაჭერის პირველი პაკეტი 2024 წლისთვის. 102 მილიონი ევროს მოცულობის პაკეტი მოიცავს ჰუმანიტარულ დახმარებას და გადაუდებელ ხარჯებს, ასევე განაღმვისა და დაბომბვის შედეგად დაზიანებული ენერგეტიკული ქსელების აღდგენით სამუშაოებს.
მთლიანობაში, უკრაინის მხარდასაჭერად – როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარულ სფეროში – 2024 წელს ნიდერლანდების ბიუჯეტში ორ მილიარდზე მეტი ევროა გამოყოფილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ