,, ნეტა რად გიღირთ თქვე საცოდავებო ეგ ყველაფერი” – ნინო ჯანგირაშვილი

,,რუსთავი2”-ზე ირაკლი კობახიძის შესახებ გასულ სიუჟეტს ეხმაურება ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:
,,რა ბედკრული უნდა იყო ჟურნალისტი, რომ დაგავალონ პათეტიკური საქებარი სიუჟეტის გაკეთება პოლიტიკოსზე, რომელსაც:
არათუ ქარიზმის ნატამალი არ აქვს, დესპოტი მანიაკის ვიდზეა და შენ ქარიზმატულად და მომხიბვლელად უნდა წარმოაჩინო.
საგარეო პოლიტიკაში სრული კრახი აქვს და შენ დიდ გეოპოლიტიკოსად უნდა წარმოაჩინო.
მისივე აღიარებით საქართველოში პროდუქტები ისე გაძვირდა, ევროპას გაუსწრო და შენ უნდა წარმოაჩინო, რომ ეკონომიკა ააყვავა.
კორუფციის შოკისმომგვრელი მასშტაბები ოფიციალურად დაიდო და შენ უეფექტურეს მმართველობაზე უნდა აქო.
ნეტა რად გიღირთ თქვე საცოდავებო ეგ ყველაფერი”