“ტკბილი ქვეყნის” გაყიდვების დირექტორის შალვა ტყემალაძის განცხადებით, კომპანიის ნახევარფაბრიკატებზე მოთხოვნა გაორმაგებულია.მისი თქმით, “ტკბილმა ქვეყანამ” აღნიშნული მიმართულების განვითარება 2 წლის წინ დაიწყო და ამჟამად, რამდენიმე სახეობის ნახევარფაბრიკატს აწარმოებს.”ჩვენი ნახევარფაბრიკატები იყიდება სხვადასხვა მსხვილ ქსელურ მარკეტში, მათ შორის, “უნივერსამში”, “ზღაპარში” და სხვ. პროდუქცია პრემიუმ ხარისხის ნედლეულისგან მზადდება რომლის ნაწილს ადგილობრივ ბაზარზე ვყიდულობთ, ხოლო ნაწილი უცხოეთიდან შემოგვაქვს, მათ შორის, ფქვილი. მოთხოვნის შესაბამისად ვცდილობთ, რომ პროდუქციის ასორტიმენტი გავზარდოთ. ამჟამად, გვაქვს გაყინული ხინკალი, ბლინი, ნაგეთსი, ვარენიკი, კატლეტი, პელმენი და ა.შ”, – აცხადებს შალვა ტყემალაძე.აღნიშნულის გარდა, კომპანია განვითარებას განაგრძობს და მათ გეგმებში ბრენდული მაღაზიების გახსნა და ადგილობრივ ბაზარზე გაფართოება შედის.ცნობისთვის, საკონდიტრო კომპანია “ტკბილი ქვეყანა” 2005 წლის დეკემბერში დაარსდა. კომპანიამ ფუნქციონირება 2006 წლის მარტიდან დაიწყო. ამ ეტაპზე “ტკბილი ქვეყანა” 100-ზე მეტ სხვადასხვა სახეობის პროდუქციას აწარმოებს და 3 ბრენდულ მაღაზიას ფლობს. კომპანია 500-მდე ადამიანს ასაქმებს.წყარო: bp.ge

