ნაცმოძრაობის მიერ ჩადენილ დანაშაულებს სჭირდება სისტემური შეფასება, როგორც პოლიტიკური ისე სამართლებრივი და ამას აუცილებლად გავაკეთებთ – სოზარ სუბარი

ნაცმოძრაობის მიერ ჩადენილ დანაშაულებს სჭირდება სისტემური შეფასება, როგორც პოლიტიკური ისე სამართლებრივი და ამას აუცილებლად გავაკეთებთ – სოზარ სუბარი
“ნაცმოძრაობის მიერ ჩადენილ დანაშაულებს სჭირდება სისტემური შეფასება, როგორც პოლიტიკური ისე სამართლებრივი და ამას აუცილებლად გავაკეთებთ.“ – ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს ვითომდა “შუაშისტური” პოზიციის დაკავებას ცდილობს ც კი, ვინც ნაცმოძრაობის ერთ-ერთი იდეოლოგი იყო, მაგრამ მას ეს არ გამოუვა, რადგან ხალხს ყველაფერი ახსოვს. “ მთელი თავისი ცხოვრება „ნაციონალური მოძრაობის“ არა მხოლოდ სახე იყო, არამედ შემოქმედი იმ ბოროტებების, რასაც ჩადიოდა „ნაცმოძრაობა“.
დღეს, ისიც კი ცდილობს, რომ დაიკავოს ეს ფსევდო „შუაშისტური“ პოზიცია, თუმცა ხალხი ბრძენია, მისი მოტყუება ასე ადვილად ვერ მოხერხდება და ყველას თავის სახელს დაარქმევს. ეს რადიკალები ამ ნიშას ვერ დაიკავებენ. ჩვენ – „ხალხის ძალა“ ისევ და ისევ კატეგორიულად ვითხოვთ, რომ 2024 წლის ს შემდეგ უნდა დადგეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გასამართლების საკითხი დღის წესრიგში და ეს აუცილებლად ასე მოხდება. აუცილებლად სისტემურად უნდა შეფასდეს ის დანაშაულები, რომლებიც მათ აქვთ ჩადენილი სამშობლოს წინაშე, სამშობლოს ღალატიდან დაწყებული (რისი შედეგიც იყო 2008 წლის ომი, მშვიდობიანი მოსახლეობის დატოვება და მსხვერპლი), ასევე, ის სისტემური დანაშაული, რომელიც გასულ წელს საქმეში – „აკაკი ოჩიგავას საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ აღიარა. ამ ყველაფერს სჭირდება სისტემური შეფასება, როგორც პოლიტიკური ისე სამართლებრივი და ამას აუცილებლად გავაკეთებთ.“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის და სამთავრობო გუნდის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი