“ნაციონალურ მოძრაობას” წევრები ისევ ტოვებენ – პარტიიდან ამჯერად კასპის ორგანიზაციის წევრები წავიდნენ

“ნაციონალურ მოძრაობას” პარტიის წევრები ისევ ტოვებენ. ს, ზუგდიდის, ჭიათურისა და ხობის შემდეგ, ოპოზიციური პარტიიდან ამჯერად კასპის ორგანიზაციის წევრები წავიდნენ. “ნაციონალურ მოძრაობას” საკრებულოს ფრაქციის 8 წევრიდან, 6 გამოეყო. ისინი თავმჯდომარეს უპირისპირდებიან.
მიზეზად, არაფორმალურ მმართველობასა და ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს ასახელებენ.
“გადაწყვეტილება მივიღეთ იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი პარტიის ახალი მენეჯმენტი და პარტიის თავმჯდომარე ვერ უზრუნველყოფს იმ პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლითაც წლების განმავლობაში პარტია მოვიტანეთ აქამდე. ახალი მენეჯმენტის მხრიდან ხდება ყოველდღიურად ე.წ. მგლის ბილეთების გამოწერა ჩვენს მიმართ. პარტიიდან უშვებენ ყველა ღირსეულ ადამიანს. ვრჩებით დამოუკიდებელ დეპუტატთა ფრაქციად და ისე ვიბრძოლებთ ზუსტად იმ ღირებულებებით, რა ღირებულებებითაც აქამდე გვიბრძოლია,“ – აცხადებს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გიორგი შარიფაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ ხონის მერობის კანდიდატი ლადო ჯურხაძე – ჩვენ მომავალი თაობისთვის გვინდა შექმნათ ისეთი კომფორტული და უსაფრთხო გარემო, სადაც ისინი ორიენტირებულები იქნებიან მხოლოდ განვითარებაზე

“ქართული ოცნების” ვანის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი: ყველაფერი გავაკეთეთ მე და ჩემმა გუნდმა, რომ მოსახლეობა კომფორტულად ყოფილიყო როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური კუთხით, მჯერა, რომ კიდევ ერთხელ გამომიცხადებენ ნდობას