,, ნაციონალურმა მოძრაობამ დაგაზა რამდენიმე აქტივისტი, რომ 31 მარტის ერთსულოვანი სულისკვეთება ჩაშალოს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

,,ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,მეგობრებო, ნაციონალურმა მოძრაობამ დაგაზა რამდენიმე აქტივისტი, რომ 31 მარტის ერთსულოვანი სულისკვეთება ჩაშალოს.
მიზეზი ერთია: ამ ერთსულოვნების ცენტრში არ არის მათი ლუზერი ბელადი, თვითგამოცხადებული “მთავარი პოლიტპატიმარი” რომელიც ცოტა ხნის
წინ ეხვეწებოდა ივანიშვილს, ოღონდ გამიშვი და ნაცმოძრაობას გადმოგიფორმებო.
მათ არ ყოფნით ხალხი, რომ მიშასთვის თვითონ მოაწყონ აქციები და მსვლელობები.
ამიტომ ეროვნული დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად გამართული აქციის დისკრედიტაციას ცდილობენ.
ისინი აფურთხებენ სულში ჩვენს წინაპრებს და 31 მარტის ერთსულოვან სულისკვეთებას.
ვისაც გონება გიჭრით (თუ დარჩით ასეთები მაგ კიკიმორების გარემოცვაში), ღმერთი არ გაგიწყრეთ – ლაზერის ამოღება და ღმუილი არ გაბედოთ.
მართალია ამ ნაბიჯით მხოლოდ სააკაშვილი ჩაირეცხება და არავინ სხვა, მაგრამ არც სააკაშვილის ჩარეცხვად ღირს 31 მარტის სულისკვეთების გაფუჭება.
დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარჯოს”

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: რაჟდენის ბიუროზე ჯამში 20 მილიონ ლარამდე დავხარჯეთ … და ვერცერთი ზემოთ ჩამოთვლილ, რეჟიმის მიერვე მხილებულ კორუფციულ საქმეს ვერ მიაგნო სამაგიეროდ თავად რაჟდენმა ხელფასის სახით 3 წელში დაახლოებით 400,000 ლარი აიღო