„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი და გენერალური მდივნის მოადგილე სტუდენტებისთვის ბინის ქირის თანადაფინანსებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას უერთდებიან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი იგორ ნარმანია და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე სტუდენტებთან ერთად სტუდენტებისთვის ბინის ქირის თანადაფინანსებასთან დაკავშირებით ს ინიციატივას უერთდებიან.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
„იმ პირობებში, როდესაც, „რუსული ოცნების“ კოლაბორაციონისტული პოლიტიკის გამო, მინიმუმ 100%-ით გაძვირდა ბინები თბილისში და ნახევრად ლეგალური თუ არალეგალური გზებით შემოსული თანხები, მხოლოდ და მხოლოდ, კორუფციას და „რუსული ოცნების“ წარმომადგენლების ოჯახის წევრების ჩარტერებით ფრენას ხმარდება ევროპულ უნივერსიტეტებში.
იმ პირობებში, როდესაც ჩემს თანატოლებს ყოველდღიური რეჟიმით უწევთ, გაუსაძლის პირობებში შრომა, რათა თავი ირჩინონ, ეს ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეების შემოსვლის ხარჯზე. ეს არის დამატებით დანაშაული სტუდენტების მიმართ, ამიტომ აუცილებელია, ხელისუფლება ვაიძულოთ, რომ ქართველი სტუდენტების ბინის ქირა თანადაფინანსდეს იმ პირობებში, როდესაც ჩემს თანატოლებს გაუსაძლის პირობებში უწევთ შრომა და ვერ ახერხებ სრულფასოვანი განათლების მიღებას“,- განაცხადა იგორ ნარმანიამ.
„მიხეილ სააკაშვილმა ეს ინიციატივა გააჟღერა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო ჯგუფების ერთიანობა. ეს არის ეროვნული პრობლემა, ეს არ გახლავთ პარტიული პრობლემა, ეს არ გახლავთ პრობლემა, რომელიც ახალგაზრდებს უკავშირდება, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნის პრობლემა. ქვეყანაში დემოგრაფიული კრიზისია. ამ კრიზის შემქმნელია კრემლი, „რუსული ოცნება“ თავისი პოლიტიკით. ასი ათასზე მეტი რუსი შემოვიდა, ყიდულობს ბინებს, ამის გამო ქართველ ახალგაზრდებს ემიგრაციაში წასვლა და ძალიან მძიმე პირობებში მუშაობა უწევთ. ქართველებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ ისწავლოს საქართველოში, იცხოვრონ საქართველოში და რუსებმა ვერ უნდა შეძლონ საქართველოს გარუსება“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.