„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლილე ლიპარტელიანი – პარტიიდან კრიტიკის გამო რომ რიცხავდნენ, ათასჯერ უნდა ვიყო გარიცხული წინა, თუ ახალი მენეჯმენტის მიერ

პარტიიდან კრიტიკის გამო რომ რიცხავდნენ, ათასჯერ უნდა ვიყო გარიცხული წინა, თუ ახალი მენეჯმენტის მიერ. შეუძლებელია პარტიამ საქმიანობა გააგრძელოს იმ რეჟიმში, რომელიც ბოლო 9 თვის განმავლობაში გრძელდება,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლილე ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის განმარტავს, აღარ რჩება სივრცე მიტაცებულ სახელმწიფოზე, განადგურებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და სხვა უამრავ აქტუალურ საკითხზე სასაუბროდ.
„პარტიიდან კრიტიკის გამო რომ რიცხავდნენ, ათასჯერ უნდა ვიყო გარიცხული თუ წინა, თუ ახალი მენეჯმენტის მიერ.
შეუძლებელია პარტიამ საქმიანობა გააგრძელოს იმ რეჟიმში, რომელიც ბოლო 9 თვის განმავლობაში გრძელდება. განსაკუთრებით მოახლოებული გადამწყვეტი არჩევნების წინ.
აღარ ტოვებთ დროს და სივრცეს მიტაცებულ სახელმწიფოზე, რუს ოლიგარქზე, ჩაბეტონებულ თბილისზე, განადგურებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და სხვა უამრავ აქტუალურ საკითხზე სასაუბროდ.
პარტიას აქვს ვერტიკალი თავისი დისციპლინით, რომლის დაცვაც ყველა წევრისთვის სავალდებულოა.
შეეშვით დესტრუქციას, რუსი ოლიგარქი გვყავს დასამარცხებელი!,- წერს ლილე ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი: ჩვენ წარმოუდგენლად შეშფოთებულები ვრჩებით არა მხოლოდ კანონპროექტის გამო, რომელიც განიხილება, არამედ ანტიდასავლური რიტორიკის გამო, რომელიც “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობისგან გვესმის