“ნაციონალური მოძრაობა” არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც საქართველოს ბევრი წარუმატებლობა მოუტანა –

“ხალხის ძალა” ნაციონალური მოძრაობის” გასამართლებაზე საუბრობს. მათ განცხადებას მმართველ გუნდში აფასებენ და ამბობენ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც საქართველოს ბევრი წარუმატებლობა მოუტანა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, არ შეიძლება “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებით კითხვები ისმებოდეს, თუ რა პოზიცია ჰქონდათ მათ აგვისტოს ომთან დაკავშირებით:
“რეზოლუციას, რომელსაც ხელი მოაწერეს, ან მაგალითად, პარტიულად წინაურდება ადამიანი, რომელსაც პრაქტიკულად ღიად აქვს დაფიქსირებული, რომ ომი საქართველომ დაიწყოო, ამის ფონზე “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებით როგორ შეიძლება კითხვები ისმებოდეს, თუ რა პოზიცია ჰქონდათ მათ აგვისტოს ომთან დაკავშირებით.
სწორი სამართლებრივი ანალიზი სჭირდება “ნაციონალური მოძრაობის” პოზიციონირებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რაც თვისობრივად იყო განსხვავებული იმისგან, რასაც რეალურად ამბობდნენ, რეზოლუციებში აფიქსირებდნენ და შემდეგ ეთანხმებოდნენ. ეს შეკითხვებს აჩენს და სწორი სამართლებრივი ანალიზი სჭირდება.
პირადად ჩემთვის ყველაფერი ნათელი და ცხადია. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც, სამწუხაროდ, საქართველოს ბევრი წარუმატებლობა მოუტანა ამ ქვეყანას,” – აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე .

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირმა დაუშვა შეცდომა როდესაც სტრატეგიად რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა აირჩია და ზედმეტად მიენდო ამერიკას – მემარცხენე იდეოლოგია ევროკავშირს საბოლოო ჯამში იგივე შედეგამდე მიიყვანს რაც საბჭოთა კავშირს დამართა

ევროკავშირმა დაუშვა შეცდომა როდესაც სტრატეგიად რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა აირჩია და ზედმეტად მიენდო ამერიკას – მემარცხენე იდეოლოგია ევროკავშირს საბოლოო ჯამში იგივე შედეგამდე მიიყვანს რაც საბჭოთა კავშირს დამართა

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფარგლებს გარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისებით, არ შეესაბამება სიმართლეს