ნატო ჩხეიძე: ტვ იმედზე გადავრთე. ჩვენო, ყველაზე სანდო მაუწყებლობა ვართო, დილა/საღამოს გვეჩიჩინებიან და ვნახო აბა დღევანდელ მოვლენებსაც ადრინდელივით სანდოდ გადმოსცემენ თუ ვერა-მეთქი

“სერიიდან:
აბა, შეხედეთ
გუშინ ტვ იმედზე გადავრთე. ჩვენო, ყველაზე სანდო მაუწყებლობა ვართო, დილა/საღამოს გვეჩიჩინებიან და ვნახო აბა დღევანდელ მოვლენებსაც ადრინდელივით სანდოდ გადმოსცემენ თუ ვერა-მეთქი.
ვუსმენ ქრონიკას და აი, 21:04 ამას გადმოსცემენ:
დღეს პარლამენტში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის შესახებ დადგენილება მიიღო პარლამენტმა და ვითომ ევროპა რომ უნდა, ოპოზიცია თითქმის არ ესწრებოდა სხდომას და ვინც ესწრებოდა, იმანაც ხმა არ მისცაო, დაბეჯითებით ამბობს ჯერ წამუვანი და მერე ჟურნალისტი სიუჟეტის თანხლებით.
არადა, ცხადად მახსოვს თავმჯდომარემ როგორ გადაგვიხადა მადლობა ოპოზიციას და ახლა ვფიქრობ სანდო ტვ იმედის შემყურე:
ნეტავ თავმჯდომარეს შეეშალა რამე თუ ჩვენ სხვა კანონს მივეცით ხმა?
თუ ტვ იმედს ვენდობით, ან ერთი მომხდარა და ან მეორე და შევფიქრიანდი, იქ ვიყავი და რა ვქნა, მახსოვს რა და როგორ იყო.
როგორ იყო და:
პარლამენტის თავმჯდომარემ ჯერ მოგვიწოდა, მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი დადგენილებაა და ოცნების ხმები შეიძლება არ ეყოს და პასუხისმგებლობით მოეკიდეთო და კენჭისყრის შედეგებს რო შეხედა, მერე იყო რომ მადლობა საგანგებოდ გადაუხადა ოპოზიციას.
აგერ დადგენილება “ საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ”
ქვორუმი 76
მომხრე 81.
ამ 81 მომხრეში იყო:
თეონა აქუბარდია
ნიკა მაჭუტაძე
ტარიელ ნაკაიძე
როსტომ ჩხეიძე
ნატო ჩხეიძე
აგერ ვყოფილვართ და ხმაც მიგვიცია და დადგენილების მიღებისთვისაც თითოეულ ჩვენთაგანს შეგვიწყვია ხელი და თავმჯდომარეს საგანგებო მადლობის თქმაც არ დაუშურია და ეს სანდო იმედი კი: არაო, არც ყოფილან და ვინც იყო, იმასაც ხმა არ მიუციაო.
ჰოდა, ერთი პერსონაჟისა არ იყოს,
“მე სადა ვარ, აქა ვარ თუ იქ?”- ამასღა თუ ვიტყვით თითოეული იქ მყოფი ჩვენთაგანი,” წერს ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ