ნატო: ჩინეთმა უნდა შეწყვიტოს რუსეთის დახმარება, თუ დასავლეთთან კარგი ურთიერთობა სურს

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია პეკინს აფრთხილებს და მოუწოდებს მას, შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ს ომში კრემლის დახმარება.
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ თუ ჩინეთს სურს დასავლეთთან ჰქონდეს კარგი ურთიერთობა, მაშინ მან რუსეთის მხარდაჭერა ამ მიმართულებით უნდა შეწყვიტოს, რადგან ორივე ერთად შეუძლებელი იქნება.
ჩინეთის თქმით, მას დასავლეთთან კარგი ურთიერთობა სურს. ამავდროულად, პეკინი ხელს უწყობს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში ყველაზე დიდი შეიარაღებული ონფლიქტის გაგრძელებას. მათ ორივე მიმართულებით [სვლა] არ გამოუვათ“,- ამბობს ნატოს გენერალური მდივანი.
25 აპრილს, გერმანიაში მყოფმა იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩინეთის მხარდაჭერა. სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის ჩინეთისგან იღებს ნახევარგამტარებს, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია საბრძოლო ტექნიკის ფუნქციონირებისთვის.
„შარშან რუსეთმა თავისი მიკროელექტრონული საშუალებების 9-% ჩინეთიდან შემოიტანა. ეს გამოიყენება რაკეტების, თვითმფრინავებისა და ტანკების წარმოებაში. ჩინეთი ასევე მუშაობს რუსეთის სატელიტური შესაძლებლობების განვითარების კუთხით“,- ამბობს სტოლტენბერგი.
ნატოს გენერალური მდივანი დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, არ გახდნენ ჩინეთზე დამოკიდებული. აქვე სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ დასავლეთმა წარსულში შეცდომა დაუშვა, როცა რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებული გახდა.
„ჩვენ არ უნდა გავიმეორეთ ეს შეცდომა ჩინეთთან დაკავშირებით. მის ფულზე, ნედლეულზე, ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება გვაქცევს დაუცველებად“,- აცხადებს სტოლტენბერგი.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ

შალვა პაპუაშვილი – FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის “ფორმულა” – ისინი 12 წელია აღარ არიან “მთავრობის სახელით მოქმედი პირები”- სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს