„ნარკოტიკების მომხმარებელიც, გამსაღებელიც, შუამავალებიც უნდა ისჯებოდნენ, საჭიროა მათთან დაუნდობელი ბრძოლა“ – დავით ჭიჭინაძე

„ნარკოტიკების მომხმარებელიც, გამსაღებელიც, შუამავალებიც უნდა ისჯებოდნენ, საჭიროა მათთან დაუნდობელი ბრძოლა“ – დავით ჭიჭინაძე
ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელი, დავით ჭიჭინაძე.
– ბატონო დათო, ჟურნალისტმა მ და შემდეგ „ტვ პირველმა“, საქართველოში ნარკოტიკების გავრცელების სქემა გახსნეს და ნარკოტიკების ე.წ. დამდებების და რეალიზატორები ვინაობაც დაასახელეს. მათ შორის, სინთეტიკური, „მკვლელი ნარკოტიკებისაც“. ამის მერე, 270 დაიჭირეს და მათ შორის, 27 რეალიზატორი. პარლამენტში თავმოყრილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხშირად გაიძახიან, რომ ნარკოტიკები უკონტროლოდ შემოდის ქვეყანაში და ახალგაზრდები იღუპებიან, ქართველი ერის გენოციდი ხდება. აი, როდესაც კონკრეტული ფაქტები დაიდო, თუ ვინ ხოცავს ჩვენს ახალგაზრდებს და ვინ აწყობს ამ გენოციდს, ყველამ წაუყრუა, კომენტარის გაკეთებასაც ერიდებიან, არათუ ამ თემის გაშლას. რატომ? რა აკავებთ, რომ ხმა ამოიღონ? მით უმეტეს, ეს მათი პირდაპირი ვალდებულებაა.
– სამწუხაროდ, ძალიან ცუდი რამ ხდება იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად, ეს ადამიანები ლიბერალურ მიდგომას ემხრობიან ნარკოტიკებთან მიმართებაში. კანონის ლიბერალიზაციის მომხრენი იყვნენ და გვიმტკიცებდნენ, რომ ამით ქვეყანაში მომხმარებელი შემცირდებოდა. თუმცა, თქვენ ხედავთ, რომ ამან საკმაოდ სერიოზული პრობლემა წარმოქმნა. მერე, გავიხსენოთ თუნდაც 2018 წლის მაისის საპროტესტო გამოსვლები, როდესაც ქვეყანაში უკვე ისეთი სიტუაცია იყო შექმნილი, რომ თითქოს ნარკოტიკების ლეგალიზებით რაღაც შვება იქნებოდა საზოგადოებისთვის. ახალგაზრდების განარკომანებას იმიტომ უწყობენ ხელს, რომ მერე, ე.წ. ლომკაში მყოფი ნარკომანი, 24 საათი იმაზე ფიქრობს, როგორმე ერთი დოზა ნარკოტიკი იშოვნოს, უკვე ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე არ ფიქრობს. მით უმეტეს, როცა საქმე ამ სინთეტიკურ ნარკოტიკს ეხება. ჩვენ ვხედავთ, რომ მართლა მიზან-მიმართულად ხდება ახალგაზრდებისa და არა მარტო მათი განადგურება და განარკომანება. ერის განადგურებისკენ მიდის საქმე, ეს უკვე ფაქტია. ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან ხდება ძირითადად ნარკოტიკების შემოტანა. ყველამ ყველაფერი იცის. ყველამ იცის, რომ ში ნარკოტიკი იყიდება, ყველამ იცის, რომ სოც–ქსელებით ვრცელდება ნარკოტიკი, იციან, რა გზით ხდებაა იმ სამალავების ადგილის მითითება, საიდანაც მომხმარებელმა უნდა აიღოს უკვე ნაყიდი ნარკოტიკი. კარგია, რომ ელისო კილაძემ თქვა სიმართლე, მივესალმები, თემა გახსნა, მაგრამ მას რომ არ ეთქვა, არ იცოდნენ, რომ ამ სქემით ვრცელდებოდა ნარკოტიკი? ხელისუფლებიდან ვისაც ამასთან ბრძოლა ევალება, ყველამ იცოდა. ისევე, როგორც მევახშეობა. ყველამ იცის, რომ მევახშეობა არსებობს ქვეყანაში, მაგრამ ყველა თვალს უხუჭავს, ხელისუფლება ამაზე არ რეაგირებს. ნარკობიზნესის მფარველობა ხდება, ესეც ყველამ იცის. ეს ადამიანები, ჩვენი დეპუტატები, სხვა პოლიტოსების ნაწილიც, ერის გაჯანსაღებისთვის, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე კი არ მოქმედებენ, საკუთარი, პირადი ინტერესებიდან გამოდიან. მევახშეობიდან მიღებული ფული, აზარტული თამაშებიდან მიღებული ფული, ეს აინტერესებთ, მეტი არაფერი და ნარკოტიკებიდანაც იღებენ ფულს ჩვენი პოლიტიკოსები და მათთან დაახლოებული ადამიანები. მოვა დრო და მათი ვინაობაც გახდება ცნობილი. ეს ყველაფერი ანგრევს ქვეყანას. ვისაც როგორ უნდა ისე იფიქროს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ნარკოტიკების მომხმარებელიც, გამსაღებელიც, შუამავალებიც საზოგადოებისთვის ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენენ და საჭიროა მათთან დაუნდობელი ბრძოლა. იმ ადამიანების უმეტესობა, ვინც ნარკოლიბერალიზაციის მომხრეა, ქართულ ღვინოს ებრძვიან. ცინიკურად აცხადებენ, რომ ქართული ღვინო, თურმე, მარტო საექსპორტო პროდუქტი ყოფილა. ქართული ღვინო ქართული ცხოვრების წესის თანმხლებია. მაგათ უნდათ, რომ მარუხუანა და სხვა ნარკოტიკი იყოს ქართული ცხოვრების წესი. ამას ღიად სჭირდება დაპირისპირება. ხალხმა გაიგო იმ ადამიანების ვინაობა, ვინც ნარკოტიკს ჰყიდის, ვინც შუამავალია. ეს ზღვაში წვეთია, რაც ხალხმა გაიგო, მაგრამ დიდი საქმეა, ამ ხალხს მოერიდებიან, თუმცა, ჯერ მათ ციხეში სასჯელი აქვთ მოსახდელი. ნარკოტიკის მომხმარებელიც უნდა დაისაჯოს, რადგან პოტენციური დამნაშავეა, ერთი დოზა ნარკოტიკის გამო ძალიან ბევრი სჩადის დანაშაულს.
– საზოგადოება, რომელიც აღშფოთებულია იმით, რომ ქართველების გენოციდი ხდება და მათ შორის, ნარკოტიკების მოძალებით ქვეყანაში, ამ თემაზე ხმას არ იღებს. საზოგადოების დიდი ნაწილიც პოლიტიკოსებს დაემსგავსნენ. რატომ არიან ჩუმად?
–რა ვიცი, ზოგი იმიტომ არის ჩუმად, რომ ნარკომანია ცხოვრების წესი ყოფილა, დასავლური ცივილიზაციის დიდი მიღწევააო. კი, ზოგს რომ ჰკითხო, ასე გეტყვის. ახლა ეს ხომ დიდი სისილელეა, არა?! მერე, მაგალითები მოჰყავთ, პორტუგალიასა და ჰოლანდიაში როგორ მოხდა ნარკოტიკების ლიბერალიზაცია. შეხედონ იმ ქვეყნების დემოგრაფიულ მდგომარეობას და ჩვენსას, იმ ქვეყნებიდან ემიგრაციაში წასული და ჩვენგან წასულთა რაოდენობა შეადარონ, შობადობა შეადარონ, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა შეადარონ. მერე, ეს არ არის ქრისტიანული კულტურა, ეს მუსულმანური კულტურაა. შუა აზიაში, საბჭოთა კავშირის პერიოდშიც კი, მკურნალობდნენ კოკნარით, ოპიუმით, თრიაქით სხვა და სხვა მსუბუქ დაავადებებს. ჩვენთან ღვინით მკურნალობდნენ. სხვა და სხვა კულტურა გაგვაჩნია. მუსულმანები სამელს ვერ იტანენ, მათი გენეტიკური კოდი სასმელს არ ღებულობს. ქართული გენეტიკური კოდი სასმელს მოითხოვს. ამიტომ არის ასეთი კატასტროფული მდგომარეობა, ექიმები ბევრს ლაპარაკობენ სხვა და სხვა ფსიქოლოგიურ პრობლემებზე, იმაზეც ილაპარაკონ, რამხელა მნიშვნელობა აქვს გენეტიკას. ქართველებს გვიჭირს ნარკოტიკებთან ადაპტაცია, უფრო დამანგრეველია ქართველისთვის, ვიდრე შუა აზიელისთვის,სხვა აღმოსავლური კულტურისთვის, თუმცა ეს სინთეტიკურ ნარკოტიკს არ ეხება. ვითომ ეს არის დასავლური ფსევდოღირებულებები. სხვა ღირებულებები გადმოვიტანოთ დასავლეთიდან პოლიტიკურმა პარტიებმაც, საზოგადოებამაც და ყველამ. სხვაზე ამოიღონ ხმა. ნარკოტიკის მომხმარებელს რომ იცავენ და გამსაღებელს დისტრიბუტორს ეძახიან, ნარკოტიკის ლეგალიზებაზე რომ ლაპარაკობენ… მაგრამ ესენი ხმას არ ამოიღებენ სხვა რამეზე, ამაზე უნდა ილაპარაკონ, რადგან გადახდილია ფული, ყველაფერში ფულია გადახდილი.როგორ შეიძლება, დასავლური ინსტიტუტები, რომლებიც აფინანსებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ წინააღმდეგ რაიმე თქვა გადაბრუნებული! შეიძლება, ასე ხელაღებით, ყველაფერი დასავლური კარგი იყოს და ქართული ყველაფერი ცუდი, კაცო? შეიძლება ყველაფერი ქართული დასავლურით ჩავანაცვლოთ? ხომ შეიძლება რაღაც ჩვენი ტადიციული შევინახოთ. არა, ჩვენ ამას არ დავთმობთ! ჩვენ ევროპული ცივილიზაციით, ევროპული ცივილიზაციის წესით არ მოვსულვართ აქამდე, მოვედით ქართული ცხოვრების წესით. ვინც ქართულს ებრძვის, ის არ არის ამ ქვეყნის მოკეთე.
– მიზანმიმარულად ქართველთა გაწყვეტა რომ მიდის ნარკოტიკით, ამაზე ერთი ფაქტიც მეტყველებს. ნარკობიზნესი აკრძალული, მაგრამ მაინც ბიზნესია. ნებისმიერი, ლეგალური თუ არალეგალური ბიზნესმენის ინტერესებშია, მომხმარებელს რაც შეიძლება კარგი პროდუქცია მიაწოდოს, მისი მომხმრებელი, მუდმივი კლიენტი გახადოს და წლები და ათწლეულები უხადოს ფული იმ პროდუქციის საფასურად. ასეა ნარკობიზნესშიც და ასეა ყველა ქვეყანაში. ჩვენთან შემოდის ნარკოტიკი, რომელიც ხშირად პირველი მოხმარებისთანავე კლავს ადამიანს, ან მეორე, მეხუთე თუ მეათე მოხმარებისას. ნარკომაფიას მათთვის „მკვლელი ნარკოტიკის“ მიწოდება არ აწყობს, რაც ზემოთ ვთქვი, იქიდან გამომდინარე–თითოეული დაღუპული ადამიანი მაფიისთვის დაკარგული გრძელვადიანი მომხმარებელია, ამაში არაფერს ხეირობს. მაშ, რაშია საქმე? ვინ ანხორციელებს ქართველთა გენიციდს, თუ საერთაშორისი ნარკომაფიას გამოვრიცხავთ?
– რაც თქვით, ეგ ლოგიკურია. აქ ძალიან ბევრი პრობლემაა, ბევრი გაურკვევლობაა. დოზირების პრობლემაა, კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკი შემოდის და შესაძლოა, აქაც ამზადებენ. მე მაგის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ერთი რაღაც ვიცი – 2022 წელს, 26 000 ქორწინება იყო და 14 ათასი განქორწინება. ამაზე მეტი პრობლემა რა უნდა იყოს. ადამიანები ცდილობენ, ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობა აღარ აიღონ. ქალთა კულტი არსებობდა საქართველოში, ქალთა მიმართ კაცები განსაკუთრებულად იქცეოდნენ, რაინდულად. არა, ახლა ეს გენდერი ჩააკვეხეს. ყველაფერში შეიძლება ეს გენდერი და ნარკოტიკებთან დაკავშირებითაც? ვინც დედა უნდა გახდეს, შვილი გააჩინოს და ერი გაამრავლოს, ის გოგონები იხოცებიან ნარკოტიკით, ან ინადგურებენ ორგანიზმს და ბევრი უნაყოფო რჩება. 14–16 წლის გოგონები მოიხმარენ ნარკოტიკს, მასზე დამოკიდებულები ხდებიან. სკოლაში შეაღწია ნარკოტიკმა, რასაც ცოტა ხნის წინ ვერავინ წარმოიდგენდა. რეალურად, მართლა მიდის ქართველთა გენოციდი და ვის აწობს ეს, ვინ აკეთებს ამას, ვის შემოაქვს ეს „მკვლელი ნარკოტიკი“, ეს ყველაფერი გამოსაძიებელია. ერთ რაღაცას ვიტყვი. საბჭოთა კავშირის დროს, როგორც კი ეროვნული მოძრაობა ძლიერდებოდა ჩვენთან, მაშინვე ნარკოტიკები შემოდიოდა საქართველოში, უკონტროლოდ ვრცელდებოდა გარკვეული პერიოდის მანძილზე. 1978 წლის მერე, როდესაც ქართული ენის დასაცავად გამოვიდა ხალხი, ნარკოტიკმა წალეკა საქართველო 1979–1980 წლებში, ყველა კუთხეში იყიდებოდა. მანამდე იგივე მოხდა 1956 წლის მერე, იგივე ხდებოდა 1989 წლის 9 აპრილის მერე. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ აქტიური ახალგაზრდები ნარკოტიკზე დამოკიდებული გაეხადათ და საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის ჩამოეშორებინათ. რა ვიცი, ვფიქრობ, დღესაც იგივე ხდება, რომ ეროვნული მოძრაობის მუხტი ამ გზითაც ჩაკლან ჩვენში, ის ძალა, ახალგაზრდები, რომლებიც მუდამ იდგნენ ეროვნული მოძრაობის სათავეებთან, ვინც გააქციეს ამ ქვეყნიდან ხომ გააქციეს და ვინც დარჩა, ნარკოტიკებით გაანადგურონ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
–ნარკოტიკის სრულად მოსპობა, ჯერ ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ მოახერხა, იმათაც კი, სადაც ნარკორეალიზატორებს სიკვდილით სჯიან. მესმის, ამ ვითარებაში რაც საქართველოშია, როცა ქვეყანა მართლა ნარკოტიკს მიაქვს, რაღაც განსაკურებული წინსვლა ამ ეტაპზე შეუძლებელია ნარკოტიკებთან ბრძოლის კუთხით. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს პრობლემა მეტ–ნაკლებად მაინც მოგვარდეს?
–ხომ გვიმტკიცებდნენ ზოგიერთები, როგორც კი ნარკოტიკების ლიბერალიზაცია მოხდება, მომხმარებელთა რაოდენობა შემცირდებაო. გამოდიოდნენ მარიხუანას მომხმარებელთა მიმართ ლიბერალიზაციას და დეკრიმინალიზაციას მოითხოვდნენ, მიაღწიეს კიდეც ნაწილობრივ თავისას. იმის მცდელობაც იყო, მძიმე ნარკოტიკან დაკავშირებითაც ლიბერალური კანონები მიეღოთ. არა, არ ამართლებს ეს ლიბერალური მიდგომა. მომხმარებელზე უნდა იყოს სასჯელი, სერიოზული სასჯელი, რადგან ნარკომანების გარშემო უარმრავი ადამიანი ტრიალებს, ახალგაზრდები ტრიალებენ და მათგან ცუდ მაგალითს იღებენ. ნარკოტიკების მოხმარებამ შიში უნდა გამოიწვიოს საზოგადოებაში, მოხმარების საფასური სასჯელის შიში და სასჯელი საკმაოდ მკაცრი უნდა იყოს. მცდარია ის მიდგომა, რომ ადამიანის ნება, უფლებაა, მოიხმარს თუ არა ნარკოტიკს. ასე არ არის, ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტია. ბევრი ცნობილი ადამიანი მოიხმარს ნარკოტიკს, ხდება მათი გაფეიტიშება, მათ ბევრ რამეში ბაძავენ ახალგაზრდები და მათ შორის, ნარკოტიკების მოხმარებაშიც. ეს ხალხი უნდა გამოდიოდეს საჯაროდ და გმობდეს ნარკომანიას, ხალხს უნდა მოუწოდებდნენ, ახლოს არ გაეკარონ მას და მოუყვნენ იმის შესახებ, რა დამართა მათ ნარკოტიკმა. რამდენი სპორტმენის, მსახიობის, რეჟისორის, ტალანტი შეიწირა ნარკოტიკმა, ძალიან ბევრის. აი, ამათი მაგალითები უნდა გაითვალიწინონ ახალგაზრდებმა. ნარკოტიკი უნდა წარმოჩინდეს, როგორც საშინელება, როგორც ადამიანის დამღუპველი, როგორც სიკვდილი. ეს უნდა გააკეთოთ, პირველ რიგში, ჟურნალისტებმა. სახელმწიფომ კიდევ თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს ამ საქმეში.