უკრაინამ და შვედეთმა უსაფრთხოების შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს

უკრაინისა და შვედეთის წარმომადგენლებმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის მხრიდან მოლაპარაკებებს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე იგორ ჟოვკვა აწარმოებდა.
მხარეებმა განიხილეს ხელშეკრულების პროექტის დებულებები და შეთანხმდნენ შემდგომი ნაბიჯების შესახებ დოკუმენტის სწრაფად დასასრულებლად და ხელმოწერისთვის.
შეგახსენებთ, რომ მ უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმება ცხრა ქვეყანასთან გააფორმა. პრეზიდენტმა მ მაისის დასაწყისში განაცხადა, რომ უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ კიდევ შვიდ ახალ შეთანხმებას ამზადებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან.