გურამ მაჭარაშვილმა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის ბრიფინგის საპასუხოდ განაცხადა.
“ქურდს ქუდი ეწვის, ეს არის ცნობილი გამოთქმა და თუ ვინმეს აქვს პრობლემა ნარკოლოგიური ტესტის გავლასთან დაკავშირებით, ეს მისი პრობლემაა. ჩვენ გავიარეთ ტესტი სანამ აგვირჩევდნენ, ცესკოში მივიტანეთ ეს საბუთი. შედეგების გასაჯაროება ზოგადად ჯანდაცვის კანონდებლობის მიხედვით საიდუმლოა, ეს გასაჯაროებას არ ექვემდებარება, ზოგადად ამ პრინციპს ვინარჩუნებთ”
