მიქაუტაძით სამი ფრანგული კლუბი სერიოზულად დაინტერესდა

le10sport წერს, რომ “მეცში” ბრწყინვალე სეზონის მეორე ნახევრის ჩატარების შემდეგ, გიორგი მიქაუტაძით ფრანგული და საზღვარგარეთული კლუბები დაინტერესდნენ.
გამოცემის ცნობით, “მეცმა” შეიძლება “აიაქსისგან” მიქაუტაძე 13 მილიონ ევროდ გამოისყიდოს და იხეიროს კიდეც – 20-25 მილიონად გაყიდოს. აღნიშნულია, რომ ლიგა 1-ის კლუბებიდან განსაკუთრებით გიორგის მშობლიური “ლიონი” და “ლილი” აქტიურობენ, ხოლო “მონაკო” ჩასაფრებულია და არაა გამორიცხული, ზაფხულში მის შეძენას შეეცადოს.
იქამდე კი ქართველი “მეცის” საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში დატოვებას შეეცდება.

ასევე დაგაინტერესებთ