“ნაპოლის” გზავნილი კვარასთვის მკაფიოა…” – “ნაპოლის” პრეზიდენტი კვარაცხელიას შეხვდა

“ნაპოლის” პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი დღეს გერმანიაში ხვიჩა კვარაცხელიასა და მის აგენტს შეხვდა. ინფორმაციას იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ნაპოლის” გზავნილი კვარასთვის მკაფიოა: „ნაპოლი“ არ აპირებს მის გაშვებას ამ ზაფხულს, რადგან ის კონტესა და კლუბის წამყვანი მოთამაშეა. ევროს დასრულებისთანავე “ნაპოლი” ახალი კონტრაქტის წინადადებას გაუგზავნის“, – წერს ფაბრიციო რომანო.
გუშინდელი მატჩის შემდეგ კვარაცხელიასთან ერთ-ერთი კითხვა მის მომავალს ეხებოდა. ქართველი ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ თავის მომავალს ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ გადაწყვეტს.
კონტეს პატივს ვცემ, ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, „ნაპოლის’’ პატივს ვცემ, „ნაპოლი’’ მიყვარს, მაგრამ ჩემს მომავალს ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადავწყვეტ,” – თქვა კვარაცხელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული