“სამწუხაროდ, ქართველი პოლიტიკოსების აბსოლიტურ უმრავლესობას არ აქვს განცდა, რომ ისინი ადამიანების სხვა და სხვა სიდიდის ჯგუფებს წარმოადგენენ. როცა სხვების სახელით საუბრობ პასუხისმგებლობა იმაზე მეტი გაქვს ვიდრე მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე გექნებოდა.
ქართველი პოლიტიკოსების უდიდეს ნაწილს არ ესმის, რომ დემოკრატიული ქვეყნების ლიდერებზე მათი ნებისმიერი კომენტარი ეხება იმ ხალხს ვისაც პრეზიდენტები, პრემიერები, ელეჩები თუ სხვა სახელმწიფო მოხელეები წარმოადგენენ. დემოკრატიულ ქვეყნებში ლიდერებს თავისუფალი არჩევნებით ირჩევენ თავისუფალი ადამიანები. სწორედ ამიტომ როცა მათ არჩეულ ლიდერს აყენებთ შეურაცხყოფას, ეს ეხება ხალხს.
როცა ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვსაუბრობთ (იგივე ეხება ევროპასაც, უბრალოდ კონკრეტულ მაგალითზე უკეთ ჩანს) უნდა გავითვალისწინოთ რომ ჩვენი პარტნიორი ყოველთვის იყო და იქნება ამერიკელი ხალხი, მათი მათი თავისუფალი ნებით არჩეული ლიდერით. გადასახადის გადმხდელი ამერიკელი აფინანსებს ყველა იმ პროექტს რაც პარტნიორობის ფარგლებში გაქვთ. მთავრობები / ლიდერები ოთხ წელიწადში ერთხელ შეიცვლებიან ამერიკის სტრატეგიული ინტერესები კი უცვლელი დარჩება. პარტნიორობა ცალმხრივი ვერ იქნება. ძალიან მარტივი ლოგიკაა, რომ პარტნიორთან დახმარებაზე ან საერთო მიზნებზე სასაუბროდ მისასვლელი გზა დაცინვაზე და გინებაზე არ გადის. პოლიტიკოსის მთავარი მოვალეობა პროცესებში, მიუხედავად მისი პირადი დამოკიდებულებისა ამა თუ იმ ლიდერის მიმართ, არის მაქსიმალურად სასარგებლო შედეგი გამოიტანოს საკუთარი ხალხის სასარგებლოდ. როგორ ვერ უნდა ხვდებოდნენ ამდენწლიანი პოლიტიკური ბიოგრაფიის მქონე ადამიანები რომ უცხო ქვეყნის არჩევნებში ღიად რომელიმე პოლიტიკური პარტიის თუ ლიდერის მიმართ მხარდაჭერის ან ნეგატიური დამოკიდებულების გამოხატვა არის უკიდურესი სიბეცე. აცალეთ ამ ხალხებს თავიანთი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე აირჩიონ საკუთარი ლიდერი და მერე მისცენ მას ლეგიტიმაცია თქვენი ქვეყნის ინტერესები მოარგოს სამშობლოს ინტერესებს.
მიჭირს სერიოზულად აღვიქვა პოლიტიკოსი რომელიც პრეზიდენტს ნაკლად უთვლის საზღვრებზე მაქსიმალური კონტროლის დაწესების გეგმას. ანუ რა გამოდის, თქვენ თქვენი ქვეყანა უნდა გააღარიბოთ, ადამიანები ისე დაზაფროთ რომ ქვეყნიდან გააქციოთ და ამერიკას უნდა ყავდეს ამ დროს ისეთი მთავრობა რომ საზღვრები მოარღვიოს რათა უკეთესად შემოეტიოს შიმშილს გამოქცეული ხალხი არალეგალურად? სულ მცირედი გონების დატანება სჭირდება რომ მიხვდე რას ნიშნავს ეს განცხადებები კანონის ენაზე. თან უმეტესწილად იურისტები არიან ხოლმე პროფესიით ამ კომენტარების ავტორები.
ამერიკაში თხუთმეტწლიანი ცხოვრებით მთავარი რაც ვისწავლე – მიზნამდე მისასვლელი ნებისმიერი გზა სწორ კომუნიკაციაზე გადის. სწორი კომუნიკაცია ამერიკულად ნიშნავს პატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობებს. პატივისცემა არ გულისხმობს ურთიერთმოწონებას. შეიძლება ადამიანი არ მოგწონდეს მაგრამ პატივი სცე ისეთს როგორიც არის. სანამ ამერიკელი საქმეზე დაგელაპარაკებათ მას უკვე შესწავლილი ყავხართ ბევრი მიმართულებით. მითუმეტეს სოციალური ქსელების პირობებში ადამიანის წინასწარ გამოკვლევა სუნთქვაზე ადვილია მგონი. თუ წინასწარ იციან მათდამი თქვენი შეურაცხმყოფელი განწყობები როგორ გგონიათ სტრატეგიულ პარტნიორად მოგიაზრებენ ან სერიოზულად დაგელაპარაკებიან საერთოდ?
უძახეთ ტრამპს გიჟი და სულელი და ბაიდენს დემნციით შეპყრობილი და რამდენად წაადგება ეს თქვენს მიზნებს თვითონვე მიხვდებით…
P.S. წილოსანის ბოდვაზე… საქართველოს მთვრობას უკვე აქვს ფუფუნება რომ საკუთარი სახელით ილაპარაკოს რადგან მათ არსად ხალხის არჩეულ ლიდერებად არ აღიქვამენ. ყველას აქვს უფლება სულელი იყოს,” – წერს სოციალურ ქსელში ამერიკაში მცხოვრები, ექიმი კარდიოლოგი-ელექტროფიზიოლოგი ნანა გეგეჭკორი.