ნამეტანია, რომ სააკაშვილის წერილიდან ენმ-სთან ერთობა დავინახოთ — ხვიჩია

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ ს წერილში, სადაც ის „გირჩთან“ ერთობის საფუძვლებზე საუბრობს, წინასაარჩევნო გაერთიანება არ იგულისხმება.
როგორც იაგო ხვიჩია ნეტგაზეთთან ამბობს, სააკაშვილის ამ წერილიდან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „გირჩის“ ერთობის დანახვა „ნამეტანია“.
იაგო ხვიჩიას თქმით, მან სააკაშვილს წერილი თავად მისწერა, რომელშიც არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად გასვლაზე საუბარი არ ყოფილა.
მისი თქმით, სააკაშვილს წერილი იმასთან დაკავშირებით მიწერა, რომ ქვეყანაში ამნისტიაზე ფიქრი დასაწყებია და ასევე სცადა გაერკვია, რომ ხომ არ არსებობდა სხვა საკითხები, სადაც თანხვედრა ექნებოდათ ერთმანეთთან. როგორც ხვიჩია ამბობს, საუბარია დიდი ამნისტიის პროექტზე, რომელიც ბევრ ადამიანს უნდა შეეხოს, დაახლოებით ისე, როგორც ეს იყო 2012 წლის ამნისტიისას.
„ორი საკითხი გამოკვეთა მიხეილ სააკაშვილმა – ეროვნული ბანკის გაუქმების და ამნისტიის, რაზეც ჩვენ დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ. გვაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ იმედიც, მათ შორის, მათი მედიასაშუალებების, რომ ამ თემებზე გაშუქების პრობლემა არ იქნება და ასევე არ იქნება თემატური მუშაობის და დისკუსიების პრობლემა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან. მე მგონია, ამის დანახვა შეიძლება ამ წერილიდან.
მე გავიგე ისე, რომ „გირჩს“ რაც ეხებოდა, მაგ ნაწილში პირდაპირ თქვა, ამ საკითხებში იდეურ ერთობას ვეძებთო, ანუ გაერთიანებას ამნისტიისა და ეროვნული ბანკის საკითხებზე. რაც შეეხება იმას, რომ გარკვეულ ეტაპზე გაერთიანებები გარდაუვალი იქნება, ასეთი პოლიტიკური ძალების მეტი რა არის, რომლისთვისაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანება გარდაუვალი იქნება. ამ შემთხვევაში ჩვენ არაფერ შუაში ვართ. ჩვენ პირველი ნაბიჯები გადავდგით თემატურ საკითხებზე [თანამშრომლობისკენ]“, — განუცხადა იაგო ხვიჩიამ ნეტგაზეთს.
როგორც დეპუტატი ამბობს, საპარლამენტო სთვის „გირჩი“ არავისთან გაერთიანებაზე ფიქრობს.
„პირიქით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი სია გავხსნათ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც „ნაცებს“ და „ქოცებს“ მიღმა აღმოჩნდებიან, ვისაც არ ენდომებათ ამაში მონაწილოება და ამას დაადასტურებენ. იმას, რომ „ნაცების“ სიაში აღმოვჩნდეთ, მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში განვიხილავთ – თუ ვახტანგ მეგრელიშვილს დანიშნავენ „ნაცების“ თავმჯდომარედ“, — აცხადებს იაგო ხვიჩია.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტია „გირჩთან“ იდეური ერთობის საფუძვლებზე საუბრობს.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მისი არსებობის მანძილზე გადაკვეთის წერტილებს ყველაზე მოულოდნელ ძალებთანაც პოულობდა და ამ კონტექსტში ის პარტია „გირჩზე” ლაპარაკობს.
ამის შესახებ ის Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში საუბრობს, სადაც „ვარდების რევოლუციის“ 20 წლის თავსა და უკრაინის მაიდანის დაწყებიდან 10 წლის თავზე წერს.
სხვა პარტიებთან გადაკვეთის წერტილებზე საუბრისას სააკაშვილი პარტია „გირჩს“ ახსენებს და ამბობს, რომ რამდენიმე საკითხზე მათი აზრები ემთხვევა, რაც შესაძლოა იდეური ერთობის საფუძველი იყოს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ხალხმა, რომელიც მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და სამთავრობო ტელევიზიებს უყურებს, არც იცის, რომ მათი მთავრობა იტყუება და მოტყუების გარდა, შეურაცხყოფას აყენებს თავის პარტნიორებს

ალექსეი გარანი – უკრაინა-რუსეთის საზღვარზე ევროპელების, როგორც მშვიდობისმყოფელების დადგომა, ოპტიმალური ვარიანტია, მაგრამ იქ, სადაც ახლა რუსები დგანან, კონფლიქტის „გაყინვა“ იქნებოდა

პრეზიდენტი – კითხვა, რისთვისაც აქ მოვედი მარტივია: დააჩქარებთ ტრანზიციას, თუ ამის გახანგრძლივებას მთელი ზამთრის განმავლობაში დაუშვებთ? ქართველები სიმტკიცეს არ დაკარგავენ, მაგრამ ველით, რომ ევროპა ინიციატივას გამოიჩენს და ღირებულებებს ერთად დავიცავთ