“ნათლისღების დღესასწაულს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მორწმუნე საზოგადოებისთვის” – მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღებას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ეს დღესასწაული 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია.
სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში, სწორედ ამ დღეს, იესო ქრისტე მონათლა.
ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება, ანუ დიდი აიაზმა სრულდება. ამ დღეს ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.
დეკანოზ დავით თავაძის განცხადებით, ნათლისღების დღესასწაულის მეორენაირად განცხადება ეწოდება, რადგან სწორედ ამ დღეს განცხადდა წმინდა სამება.

“ნათლისღების დღესასწაულს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მორწმუნე საზოგადოებისთვის. ყოველი მორწმუნე სასოებით მოდის დღეს ტაძარში და უფალს ავედრებს თავის ოჯახსა და თავის სულს. ამ დღესასწაულს, მეორენაირად, განცხადება ეწოდება, რადგან ამ დღესასწაულზე განცხადდა წმინდა სამება. ამ დროს განიწმინდება სრულიად სამყარო. ამ დროს იკურთხება წყალი, რომელიც მორწმუნე ადამიანებს მიაქვთ და იყენებენ მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა საჭიროებისამებრ”, – განაცხადა დეკანოზმა დავით თავაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, გვაქვს ერთადერთი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიგებთ

ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ვერც ერთი ინვესტორის მოზიდვა, ამის შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება