ნავალნის დედას და ადვოკატებს არ უშვებენ მორგში, სადაც, სავარაუდოდ გარდაცვლილის ცხედარია

ს დედამ და მისმა ადვოკატებმა 19 თებერვლის დილას სცადეს სალეხარდის მორგში შესვლა, სადაც, სავარაუდოდ, პოლიტიკოსის ცხედარი კოლონიიდან გადაასვენეს.
„დილით ადრე მორგში ალექსეის დედა და ადვოკატები მივიდნენ. მათ შიგნით არ უშვებენ. ერთი ადვოკატი, ფაქტობრივად, გამოაგდეს. კითხვაზე, ნამდვილად იქ არის თუ არა ალექსეის ცხედარი, თანამშრომლები არ პასუხობენ“ — წერს ნავალნის ყოფილი პრესმდივანი კირა იარმიში.
მოგვიანებით იარმიშმა დაწერა, რომ ს საგამოძიებო კომიტეტმა ნავალნის დედას და ადვოკატებს განუცხადა პოლიტიკოსის გარდაცვალების გარემოებების გამოძიების გაგრძელებასთან დაკავშირებით.
„რა დრომდე გაგრძელდება გამოძიების პროცესი, ჯერ კიდევ უცნობია. გარდაცვალების მიზეზი ჯერ კიდევ „დაუდგენელია“. ისინი იტყუებიან, დროს წელავენ და ამას არც კი მალავენ“ — წერს კირა იარმიში X-ზე.
ნავალნის ცხედრის ნათესავებისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საკითხი კრემლის კომპეტენციაში არ შედის.
„არა, ეს კითხვა ჩვენ არ უნდა დაგვისვათ. ჩვენ არ ვართ ამ საქმით დაკავებულები. ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფუნქცია არ არის“ — ციტირებს სახელმწიფო მედია პესკოვს.
ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გარემოებებზე პესკოვმა აღნიშნა, რომ „ამ კუთხით ყველა საჭირო ქმედება ტარდება“.
„მაგრამ ჯერჯერობით, ამ გამოძიების შედეგები არ არის საჯარო და, ფაქტობრივად, უცნობია“ — დაამატა მან.
15 თებერვალს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის („ფსინ“) განცხადებით, ციხეში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დაიღუპა.
ალექსეი ნავალნი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო. იგი 2000-იანი წლების ბოლოდან მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჰქონდა სხვადასხვა ანტიკორუფციული პროექტი. იყო ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი და მონაწილეც.
ნავალნისა და მის გუნდს გამოქვეყნებული აქვთ არაერთი გამოძიება რუსი ჩინოვნიკების კორუფციაზე, მათ შორის, სა და დიმიტრი მედვედევის შესახებ.
2018 წელს ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში სურდა მონაწილეობა, თუმცა რუსეთის ცესკომ კანდიდატად არ დაარეგისტრირა.
2020 წელს მისი მკვლელობა მოწმავლით სცადეს, რის შემდეგაც ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად, ნავალნი რუსეთში 2021 წლის იანვარში დაბრუნდა, ის აეროპორტშივე დააპატიმრეს. მალევე, ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები ხელისუფლებამ უკანონოდ გამოაცხადა.
ციხეში ყოფნისას ნავალნი დასჯის მიზნით მუდმივად გადაჰყავთად საჯარიმო იზოლატორში. 2023 წლის ბოლოს კი დედაქალაქისგან ასეულობით კილომეტრში, რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში არსებულ კოლონიაში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – დარწმუნებული ვარ, სი ძინპინი გააგრძელებს მნიშვნელოვანი როლის შესრულებას რუსეთის მიერ წარმოქმნილ ბირთვულ საფრთხეებთან დაკავშირებული დაძაბულობის დეესკალაციაში