ნავალნის დაკრძალვის დღეს აქციაში მონაწილეობისთვის სტუდენტებს გარიცხვით ემუქრებიან

ჩრდილოეთ კავკასიის ინსტიტუტის (RANHIGS) სტუდენტებს ს დაკრძალვის დღეს აქციაში მონაწილეობის გამო გარიცხვით ემუქრებიან.
“აქციაში ნებისმიერი მონაწილეობა გამოიწვევს დაუყოვნებლივ გარიცხვას” — აცნობეს სტუდენტებს.
ციხეში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის პრესსპიკერის, კირა იარმიშის განცხადებით, პოლიტიკოსის დაკრძალვა 1 მარტს, მოსკოვში გაიმართება.
იარმიშის ინფორმაციით, პანაშვიდი მოსკოვში, მარინოს რაიონში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გაიმართება.
ალექსეი ნავალნის დაკრძალავენ მოსკოვის ბორისოვის სასაფლაოზე.
15 თებერვალს ს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ანცხადებით, ციხეში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დაიღუპა.
ალექსეი ნავალნი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო. იგი 2000-იანი წლების ბოლოდან მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჰქონდა სხვადასხვა ანტიკორუფციული პროექტი. იყო ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი და მონაწილეც.
ნავალნისა და მის გუნდს გამოქვეყნებული აქვთ არაერთი გამოძიება რუსი ჩინოვნიკების კორუფციაზე, მათ შორის, სა და დიმიტრი მედვედევის შესახებ.
2018 წელს ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში სურდა მონაწილეობა, თუმცა რუსეთის ცესკომ კანდიდატად არ დაარეგისტრირა.
2020 წელს მისი მკვლელობა მოწამვლით სცადეს, რის შემდეგაც ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად, ნავალნი რუსეთში 2021 წლის იანვარში დაბრუნდა, ის აეროპორტშივე დააპატიმრეს. მალევე, ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები ხელისუფლებამ უკანონოდ გამოაცხადა.
ციხეში ყოფნისას ნავალნი დასჯის მიზნით მუდმივად გადაჰყავდათ საჯარიმო იზოლატორში. 2023 წლის ბოლოს კი დედაქალაქისგან ასეულობით კილომეტრში, რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში არსებულ კოლონიაში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი