ნავალნაია: პუტინი და მისი გარემოცვა პასუხს აგებს იმაზე, რაც ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახს, ჩემს ქმარს გაუკეთეს

ს პრეზიდენტი და მისი გარემოცვა დაუსჯელი არ დარჩება, თუ დადასტურდება ს სიკვდილი, განაცხადა კრემლის კრიტიკოსის მეუღლემ.
“მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე” სიტყვით გამოსვლისას, იულია ნავალნაიამ ცრემიალი გამოსვლისას თქვა, რომ არ ენდობა ცნობებს.
„თუ ეს სიმართლეა, მინდა პუტინმა, მისმა მთელმა გარემოცვამ, პუტინის მეგობრებმა, მისმა მთავრობამ იცოდეს, რომ პასუხისმგებლობას აგებენ იმაზე, რაც გაუკეთეს ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახს, ჩემს ქმარს და ეს დღე ძალიან მალე დადგება”.
მან საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა გაერთიანდეს რუსეთის “საშინელი რეჟიმის” წინააღმდეგ.
„როგორც ამ რეჟიმმა, ისე ვლადიმერ პუტინმა უნდა აიღოს პირადი პასუხისმგებლობა ყველა იმ საშინელებაზე, რასაც ისინი აკეთებენ ჩემი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის, რუსეთის წინაშე, ბოლო წლებში“, – თქვა მან.
47 წლის ნავალნი რუსეთში პუტინის ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსი იყო. ნავალნი 19-წლიან სასჯელს “ექსტრემიზმის”, თაღლითობის და სხვა რამდენიმე მუხლით იხდიდა.
რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულების მიერ გავრცელებული წერილობითი ინფორმაციით, სეირნობის შემდეგ, ნავალნი შეუძლოდ გახდა, წაიქცა და გონება დაკარგა. საპატიმროში სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს, რის შემდეგაც, ექიმებმა მისი დახმარება სცადეს, მაგრამ ის უკვე გარდაცვლილი იყო. რა გახდა ნავალნის სიკვდილის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
ნავალნი 2021 წლის იანვარში დააპატიმრეს, როდესაც ის გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნდა. ნავალნი გერმანიაში სამკურნალოდ გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც ის საბჭოთა წარმოების, ნერვული აგენტი “ნოვიჩოკით” მოწამლეს, რის გამოც ის კომაში ჩავარდა. გერმანელმა ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს. ქვეყანაში დაბრუნებისას, ნავალნის შინა პატიმრობის წესების დარღვევაში დასდეს ბრალი და ის აეროპორტშივე დააკავეს.