“მძიმეა, ცუდია და საწყენია” – კალაძე ქარსელაძეზე საუბრისას

ირაკლი ქარსელაძეზე და იმ კორუფციულ სქემაზე, რასაც ყოფილ მინისტრს ედავებიან, საუბრისას, ამბობს:
ნუ ვინ იქნება დაკავებული, მე ამაზე გამიჭირდება საუბარი, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები გააკეთებენ განმარტებას. ეს ყველაფერი დამოკიდებულია გამოძიებაზე. შესაბამისად, წინასწარ მე შესაბამისი განმარტების გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით გამიჭირდება. ფაქტი ძალიან მძიმეა, ცუდია და საწყენია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება ყოფილ თანაგუნდელებს”, – ამბობს კალაძე.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა – ამის შესახებ გუშინ განცხადება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გაკეთდა.
საქმე საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობიდან მოპარული მილიონების საქმეს ეხება. ირკვევა, რომ აღნიშნული საქმის ფარგლებში ჩხრეკა სულ 20 სხვადასხვა ობიექტზე ჩატარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი: უნგრეთში დიდი სკანდალია. “არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის ცენტრში” ბავშვებზე ძალადობდნენ, მათ შორის სექსუალურად. ასეთი “ცენტრების” გახსნას აპირებს “ქართული ოცნება”

ბექა კობახიძე: ეთნოგრაფიული საბჭოთა საქართველო კიდევ ცოცხალია, თავისი მეცნიერებათა აკადემიით, პარაზიტი მუქთახორებით, სადღეგრძელოების მსმელი ბიუჯეტის ქურდებით. ჟანრის კანონი მოითხოვს, ადრე თუ გვიან, კირიენკოც გამოჩნდეს