მძევლებს ეგვიპტის გავლით ისრაელში ვერტმფრენით წაიყვანენ

მძევლებს ეგვიპტის რაფაჰის გადასასვლელით გამოიყვანენ და შემდეგ პროტოკოლით გაწერილი წესების თანახმად, ისრაელში წაიყვანენ.
როგორც „ბიბისი“ იტყობინება, გადასასვლელზე ს უსაფრთხოების ძალები ეგვიპტური მხარის წარმომადგენლებს შეხვდებიან, მძევლები გაივლიან სამედიცინო შემოწმებას და შემდეგ მათ ვერტმფრენით ისრაელში გადაიყვანენ.
ისრაელში კი, გათავისუფლებულ მძევლებს კიდევ უფრო მეტი შემოწმების მიზნით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ, ხოლო შემდეგ კი ოჯახებში დააბრუნებენ.
ინფორმაციისთვის, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი ადგილობრივი დროით 07:00 საათზე ამოქმედდა.

ასევე დაგაინტერესებთ