მცდელობაა, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში – კახა კალაძე ნიკა გვარამიას პარტიაზე

მცდელობაა, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში – ს პარტიაზე
„შეიძლება დღეს დაარქვან „ლელო“, გახარიები, „დროა“ და ა.შ. მცდელობა არის ერთი რამ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, უთხრან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის წარსული, ეს არის ძალიან დამძიმებული პარტია და ახალი სახეებით, ახალი ენერგიით უნდა ჩამოყალიბდეს ახალი პარტია“– ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ნიკა გვარამიას მიერ პარტიის შექმნის შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ეს ის ადამიანები არიან, ვინც იმ ბოროტებას აკეთებდნენ 9 წლის განმავლობაში და დღეს უნდათ წარმოაჩინონ ეს ადამიანები ახალ სახეებად.
„გვარამია რომელი ახალი სახეა? მთელი ამ წლის განმავლობაში, თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქრო, დააბრალო და იკადრო, ყველაფერი გააკეთა. ცხადია, ეს ის ადამიანები არიან, ვინც იმ ბოროტებას აკეთებდნენ იმ 9 წლის განმავლობაში, რაც უმძიმესი იყო ჩვენი ქვეყნისთვის და დღეს უნდათ წარმოაჩინონ ეს ადამიანები ახალ სახეებად“-განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინა პარადოქსების ქვეყნად იქცა. კალაძეს რომ სპორტის ოსტატის წოდებას ართმევ, მასზე უკეთესს ვის ანიჭებ? როგორც პოლიტიკოსი მოგწონს თუ არა, ფაქტი ჯიუტია, რომ კალაძე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია

იქ რას აპირებთ, ჩემპიონთა ლიგის მოგებულის სტატუსი რომ აქვს? ან, მიუხედავად უამრავი მცდელობების იმ ხელისუფლების წარმომადგენელი რომ არის, რომელმაც საქართველოში ომი არ დაუშვა და მშვიდობა აქვს?!