მღვდელმსახურებს სამხედრო სამსახური აღარ გადაუვადდებათ – რა პირობებს სთავაზობს მათ სახელმწიფო?

თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, ყველა რელიგიის მღვდელმსახურისათვის ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა სავალდებულო იქნება.
ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ რელიგიურ ნორმას, რომელიც პრივილეგიას ანიჭებს რომელიმე რელიგიურ კონფესიას. თუ აქამდე მღვდელმსახურისათვის გადავადების საფუძველი სტატუსი იყო, დღეს ყველა რელიგიის მღვდელმსახურისათვის მათთვის სავალდებულო იქნება ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა”. – განაცხადა გიორგაძემ.
ერთი თვის წინ მიღებულ თავდაცვის კოდექსში “ქართულ ოცნებას” ცვლილებები დაჩქარებული წესით შეაქვს. ახალი პროექტით სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძვლები მცირდება. ჯარში გაწვევაზე უარი თქმის უფლება არც იმ სტუდენტებს შეეძლებათ, რომლებიც უცხოურ უნივერსიტეტებში დისტანციურად სწავლობენ. გადავადების საფუძვლად ვერც სასამართლოში შეტანილი სარჩელი ჩაითვლება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ