“მუდმივად ვფიქრობთ თქვენზე და მუდმივად გვახსოვს ჩვენი მორალური ვალდებულება, ყველა სახლში დაგაბრუნოთ” | ჰაგარი მძევლებს მიმართავს

“მინდა მოგმართოთ, ღაზაში მყოფ მძევლებს – ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ თქვენზე და მუდმივად გვახსოვს ჩვენი მორალური ვალდებულება, დაგაბრუნოთ ყველა სახლში” – ამის შესახებ ს თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარმა, განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელმა ჩრდილოეთ საზღვარზე, ბოლო ორი დღის განმავლობაში, “ჰეზბოლას” პოზიციებზე ვრცელი ოპერაციების სერია დაასრულა.
“მინდა მოგმართოთ, ღაზაში მყოფ მძევლებს – ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ თქვენზე და მუდმივად გვახსოვს ჩვენი მორალური ვალდებულება, დაგაბრუნოთ ყველა სახლში. ღაზას სექტორის შიგნით ჩვენ ვაგრძელებთ სამხედრო ზეწოლას “ჰამასზე.” სამხრეთ ღაზას სექტორში – ხან იუნისში, ცენტრალურ ღაზას სექტორში – ცენტრალურ ბანაკებში, ჩრდილოეთ ღაზას სექტორში – დარაჯ ტუფაჩში. ამასთან, ჩრდილოეთ საზღვარზე, ბოლო ორი დღის განმავლობაში, ჩვენ დავასრულეთ ვრცელი ოპერაციების სერია თვითმფრინავების, ტანკების და არტილერიის გამოყენებით “ჰეზბოლას” სამიზნეებზე – მათს ობიექტებზე თავდასხმა განხორციელდა ლიბანის მასშტაბით. ჩვენ განვაგრძობთ ინტენსიურ დარტყმებს “ჰეზბოლას” პოზიციებზე. ისინი აღარ გამოიყურება ისე, როგორც 6 ოქტომბრამდე იყო და აღარც იქნება,” – თქვა ჰაგარმა.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.