მოხდება მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა, ხოლო კრედიტორის კეთილი ნებით ისინი ერთჯერადი კომპენსაციით დაკმაყოფილდნენ – თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრები ოჯახის იურისტი

მოხდება მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა, ხოლო კრედიტორის კეთილი ნებით ისინი ერთჯერადი კომპენსაციით დაკმაყოფილდნენ – თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრები ოჯახის იურისტი
„მოხდება მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა, ხოლო კრედიტორის კეთილი ნებით ისინი ერთჯერადი კომპენსაციით დაკმაყოფილდნენ“ – ამის შესახებ თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრები ოჯახის იურისტმა, თეონა რობაქიძემ განაცხადა.
„მოხდა შეთანხმება კრედიტორთან. ეს ოჯახები იყვნენ გაჭირვებული ადამიანები – უსახლკაროები, სოციალურად დაუცველები, მიუსაფრები, რომლებიც თავშესაფრის მიზნით შევიდნენ ამ შენობაში, რადგან ფაქტობრივად ქუჩაში დარჩნენ, თუმცა გაირკვა, რომ ქონება კერძო საკუთრებაში იყო და, ამასთანავე, ავარიული მდგომარეობის გამო ექვემდებარებოდა დემონტაჟს, რაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა.
მოსახლეობის ნაწილი მეტ-ნაკლებად დაკმაყოფილებულია. დანარჩენებთან ერთად, კანონის ფარგლებში მათი უფლებების დაცვას გავაგრძელებთ და მივმართავთ შესაბამის სტრუქტურებს“ – განაცხადა თეონა რობაქიძემ.
ვარკეთილში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლების პროცესი 24 ივლისს დაიწყო. ადგილზე პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები არიან მობილიზებულები. მესაკუთრის განცხადებით, კორპუსი ავარიულია და მისი დაცლა უნდა მოხდეს.