მოძრაობა შეიზღუდება – თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

1
გზის რეაბილიტაციის გამო ზღვისუბანში, ბოთერაშვილის ქუჩაზე, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდა, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც თბილისის მერია ავრცელებს.
„ნაძალადევის რაიონში, ბოთერაშვილის ქუჩაზე, საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დროებით შეიზღუდა.
ორმხრივი შეზღუდვა რომელაშვილის ქუჩიდან 154-ე საჯარო სკოლამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე სამუშაოების დასრულებამდე იმოქმედებს.
შეზღუდვის პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კერძოდ, ავტობუსები – N317, N386, N375 და მიკროავტობუსი N510 აბაისა და რომელაშვილის ქუჩების გავლით იმოძრავებს.
ამ დროისთვის, ბოთერაშვილის ქუჩაზე დაზიანების არეალში მიწისქვეშა კომუნიკაციების შეკეთებაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მუშაობს, ასევე, გაზსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „თბილისი ენერჯი“ შეასრულებს.
მიწისქვეშა სამუშაოების დასრულების შემდეგ, ასფალტის საფარის დაგებას ნაძალადევის რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)