“მოსკოვი სერიოზულად მოიცვა “ომის შიშმა”! – პუტინის “უკაზი” ეხება ყველას” – კოტე კემულარია

მოსკოვი სერიოზულად მოიცვა “ომის შიშმა”!
პუტინის გუშინდელი “უკაზით”, რუსეთის პორტებში, სსრკ წესების მსგავსად, უცხოურ გემებს შეუშვებენ— მხოლოდ ფ ს ბ (თანამედროვე კა გე ბე) სამსახურის ნებართვით!!! ეს ნიშნავს საბჭოთა რკინის ფარდის აღდგენას და რუსეთის სრულ თვითიზოლაციას უცხოეთიდან მომავალ ტვირთებისა და ტურისტებისგან… საყურადღებოა რომ, “უკაზი” ეხება ყველას— არა მხოლოდ “ანგლოსაქსებს”!!! თანაც, “უკაზი” მიღებულია “სამხედრო მდგომარეობის შესახებ” რუსეთის ფედერაციის კანონის საფუძველზე…რუსეთში კი, არც “ომი” არის გამოცხადებული ოფიციალურად და არც “სამხედრო მდგომარეობა”… თავად რუსული პროსამთავრობო მედიაც კი ირონიით წერს – “დავბრუნდით უკან: საბჭოთა კავშირშიო”??? ბოლო დღეების რამდენიმე მნიშვნელოვანმა საერთაშორისო ფაქტორმა განაპირობა რუსეთის ისედაც გადახურებული ეკონომიკისთვის და პოლიტვითარებისთვის ესოდენ მძიმე გადაწყვეტილება: -რუსული ნავთობის საზღვაო გადაზიდვების მეორად სანქციებზე ტრამპის 50 დღიანმა რეალურმა ულტიმატუმმა; -ევროკავშირის სანქციების ყოვლისმომცველმა მე-18 პაკეტმა, რომელიც არ დაბლოკა ყოფილმა რუსეთუმე ფიცომ; -ნატოს სარდლობის მიერ, რუსეთის “ყურისძირში” მდებარე მსოფლიოს უდიდეს- რ ო ტ ე რ დ ა მ ი ს პორტში “სამხედრო რეჟიმის” გამოცხადებამ, რაც მოსკოვში მათ წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად მიიღეს; -აზერბაიჯანის მიერ-ფაქტიური “მეორე ფრონტის” გახსნამ, რასაც მოსკოვი ადექვატურად ვერ პასუხობს უკრაინის ომში მძიმე ვითარების და თ უ რ ქ ე თ ი ს ინკლუზიური ჩართულობის გამო; -რუსეთის აღმოსავლეთ საზღვაო საზღვრებთან- კურილიის კუნძულების სიახლოვე, აშშ – იაპონიის დიდი მასშტაბის სამხედრო-საავიაციო სწავლების წამოწყებამ, რომელშიც 300-ზე მეტი მძიმე თვითმფრინავი მონაწილეობს, რამდენიმე ათეული, უახლესი ავიაგამანადგურებელი “ფანტომ” F-35 მომაწილეობით!!! ეს ყველაფერი რუსეთისთვის,უკრაინასთან დანაშაულებრივ ომს მოაქვს, რომლის შეწყვეტაზეც პუტინი ჯიუტად ამბობს უარს! მოსკოვში კი ტრამპის პუტინზე გაბრაზებას —აშშ პირველ ლედის… მ ე ლ ა ნ ი ა ს აბრალებენ?! “ყოველ საღამოს ეჩურჩულება დონალდს: დღესაც დაბომბა პუტინმა უკრაინის ქალაქებიო”- მოფენილია რუსული მედია “უტყუარი” ინფორმაციით… ნარატივი “ტრამპი როგორც იტყვის…”—მარტო კობახიძისთვის არ იყო გადამწყვეტი: მოსკოვთან ერთად—ფიცო, ორბანი, ვუჩიჩიც ამაზე იყვნენ დამოკიდებულები… ტრამპმა რომ პუტინს “უგანა”, ამან მოსკოვის პოზიციები დაასუსტა… მედროვეებს კი “სუსტები” არ მოსწონთ… ასე გაჩნდა ახალი ნარატივი: “სასწრაფოდ უნდა მოხდეს “პრორუსული” იარლიყის, როგორც ვადაგასული და სახიფათოს, ჩამორეცხვა… პირველი ფიცომ იმარჯვა: ანტირუსული მე-18 სანქციები არ დაბლოკა—“მიყურეთ, აღარ ვარ პრორუსიო”! მეორე კობახიძე არის-“ივანიშვილის პრორუსობა დიფსთეითმა მოიგონა-მტკიცებულება არ არსებობსო”! რიგში ორბანი და ვუჩიჩი არიან… მოგვიანებით, ლუკაშენკოც შეუერთდებათ, რომელსაც ასევე არ უყვარს “სუსტები” და რომელიც უკვე დასავლეთს აწონებს თავს “მძიმე” პოლიტპატიმრების მასიური გათავისუფლებით …
ჯერჯერობით უცნობია—ტრამპმა “ოცნების” ხელისუფლების მოლოდინი რომ ვერ გაამართლა, ამას თბილისშიც აბრალებენ თუარა აშშ პირველ ლედის….

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან