მოსკოვი კიევს ოკუპირებულ დონეცკზე ტერორისტულ თავდასხმაში ადანაშაულებს – ომის 698-ე დღე ში

რუსეთ-უკრაინის ომის 698-ე დღე – დილით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებულ საჰაერო განგაშს პირველი აფეთქებები მალევე მოჰყვა. საოკუპაციო ძალამ ქალაქი კრამატორსკი დაბომბა. საცხოვრებელ ზონაზე მიტანილ იერიშს 1 ადამიანი ემსხვერპლა. მძიმედ დაშავდა 2 სამოქალაქო პირი. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ს პასუხისმგებლობაზე საუბრობს. აგრესორი ქვეყნის ძალოვანი უწყება – დუმილს ამჯობინებს.
რუსულ რაკეტებს მშვიდობიანი ქალაქების თავზე კიევმა ოკუპირებულ ქალაქებში მასშტაბური აფეთქებებით უპასუხა. უკრაინელების მთავარი სამიზნე დონბასის მთავარი ქალაქი დონეცკი აღმოჩნდა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რეგიონის უმსხვილეს დასახლებულ პუნქტში, ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე აფეთქება მოხდა. შედეგად, დაიღუპა 27 და დაიჭრა, მინიმუმ, 25 მოქალაქე.
მომხდარი რომ ტერორისტული აქტია, არ დავობს , მაგრამ ქვეყნის ძალოვანი უწყება პასუხისმგებლობას რუსულ არმიას აკისრებს. დაჯგუფება “ტავრია”, რომელიც აგრესორისგან ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს იცავს, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მომხდართან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს. ანალოგიური პოზიცია აქვს ს.
ნაწილობრივ ადასტურებს დარტყმებს, რომელიც უკრაინულმა სპეცსამსახურებმა ს ტერიტორიაზე მდებარე სამრეწველო ქალაქებში მოაწყვეს. ს მთავარ სამიზნედ, ამჯერად, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იქცა, რომლებიც დრონების შეტევის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ერთმანეთის მიყოლებით აალდა. რუსული გენერალიტეტი შეშფოთებულია, რადგან უკრაინულმა დრონებმა საზღვრიდან 900 კილომეტრით დაშორებულ საწარმოსაც მიაღწიეს.
რუსული აგრესია ვერ გახდა შემაფერხებელი ფაქტორი პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრისთვის. დღეს დილით, პოლონეთის მთავრობის მეთაური დონალდ ტუსკი უკრაინელ კოლეგას და პრეზიდენტს შეხვდა.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც უნგრეთმა უკრაინისთვის 50 მილიარდიანი პაკეტი დაბლოკა, ევროპულმა გაერთიანებამ ფინანსური დახმარების აღმოჩენის ალტერნატიული გზა გამონახა. საუბარია, ახალ ფონდზე, რომელიც 2024-2027 წლებში, 12 თვეში ერთხელ, 5 მილიარდით შეივსება. გამოცემის ინფორმაციით, ჯამში მიღებული 20 მილიარდი ევროკავშირის წევრ იმ ქვეყნებს დაუბრუნდებათ კომპენსაციის სახით, რომლებიც უკრაინას მომდევნო 4 წლის განმავლობაში სამხედრო დახმარებას აღმოუჩენენ.

ასევე დაგაინტერესებთ

არცერთი უცხოელი აქტორის საქმე არასდროს იქნება თუ როგორ წარმართავს ხალხის მიერ მრავალჯერ არჩეული საქართველოს ხელისუფლება საშინაო და საგარეო პოლიტიკას. სახეზეა იდეოლოგიურად დამარცხებული ევროკრატიის კონვულსიები, რომ როგორმე რაღაც დაამტკიცონ საერთაშორისო ასპარეზზე

თუ გახსენდებათ, რომ ოდესმე, თუნდაც განცხადების დონეზე, ეხსენებინა „დიპ სტეიტთან” „მებრძოლ“ აშშ-ის ადმინისტრაციას რომელიმე რეალური ოლიგარქის დინასტია? ვერ გაიხსენებთ, რადგან მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა