მოსკოვის ტერაქტთან დაკავშირებით მაკრონი რუსეთს თანამშრომლობას სთავაზობს

მოსკოვში 22 მარტს მომხდარ ტერაქტთან და ტერორიზმის საფრთხეებთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთს თანამშრომლობას სთავაზობს. მაკრონის თქმით, ISIS-ის ის დანაყოფი, რომელიც მოსკოვის ტერაქტზეა პასუხისმგებელი, ტერორისტულ თავდასხმას საფრანგეთის მიწაზეც გეგმავდა და ბოლო თვეების მანძილზე თავდასხმის რამდენიმე მცდელობაც ჰქონდათ. ეს ინფორმაცია ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის დაზვერვის სამსახურის ანგარიშზე დაყრდნობით გაავრცელა.
მაკრონმა თქვა, რომ საფრანგეთმა რუსულ სამსახურებს ამ საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობა შესთავაზა, რაც მათ შორის ტერორისტებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაზიარებას გულისხმობს.
ჟურნალისტებმა საფრანგეთის პრეზიდენტს ჰკითხეს, ექნებოდა თუ არა ამ საკითხზე კომუნიკაცია მის კოლეგასთან, რაზეც მაკრონმა უპასუხა, რომ ჯერჯერობით ეს კომუნიკაცია მინისტრების და ტექნიკურ დონეზე ხორციელდება.
მაკრონის თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ამ თავდასხმის ინსტრუმენტად გამოყენება და ფაქტების დამახინჯება და იმედოვნებს, რომ ც ამ სულისკვეთებით იმოქმედებს. 25 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კროკუს სითი ჰოლზე მოწყობილ ტერაქტთან დაკავშირებულ სხდომაზე თავდასხმაში კვლავ და ასევე დასავლეთი დაადანაშაულა.
“რუსეთისთვის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ცინიკური და კონტრპროდუქტიული იქნება ამ კონტექსტის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ” – თქვა ემანუელ მაკრონმა.
თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს, Renault-ის მარკის თეთრი ავტომობილით. ხანძრის შედეგად განადგურდა საკონცერტო დარბაზის ზედა სართულები. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 137-ია. ტერაქტში მონაწილე პირები 23 მარტს დააკავეს. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ერთ-ერთ ეჭვმიტანილს სპეცსამსახურების თანამშრომელი მოჭრილ ყურს პირში ტენიდა. 24 მარტს კი გავრცელდა ფოტო, რომელშიც კიდევ ერთ თავდამსხმელს აწამებდნენ. ფოტოში ჩანს ფარიდდუნ შამსუთდინი, რომელიც ძირს, შარვალჩახდილი გდია. მას ერთ-ერთ ფეხზე ადგას რუსი ძალოვანი. ფოტოში ჩანს ელექტრომოწყობილობაც, რომლის სადენებიც, სავარაუდოდ, კროკუს სითი ჰოლზე თავდამსხმელის სასქესო ორგანოზეა შეერთებული.