მოსკოვის სასამართლომ “ქართული ლეგიონის” მეთაურს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა: “ტასსი”

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა ში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელს, უშანგი (მამუკა) მამულაშვილს. ინფორმაციას ს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ტასსი” ავრცელებს.
„მოსკოვის ბასმანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველო მოქალაქე უშანგი ზურაბის ძე მამულაშვილს შეეფარდა 2-თვიანი პატიმრობა. ვადის ათვლა დაიწყო რუსეთის ტერიტორიაზე ექსტრადიციიდან ან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაკავების მომენტიდან. მამულაშვილზე გამოცხადდა ფედერალური და საერთაშორისო ძებნა“, – უთხრა თანამოსაუბრემ “ტასს”.
მისი სიტყვებით, მამულაშვილს ბრალად ედება „დაქირავებულობა და სიძულვილის გაღვივება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის მეშვეობით ძალადობის გამოყენებით“.
“ტასს” სასამართლოში დაუდასტურეს გადაწყვეტილების მიღება გამოძიების მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს მოქალაქისთვის დაუსწრებლად პატიმრობის შეფარდების შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და ძალაში შევიდა.
“ქართული ლეგიონის” მეთაური რადიო თავისუფლებასთან საუბარში გადაწყვეტილებას “რუსეთში წინასაარჩევნო აქტიურობასთან” აკავშირებს. მისი თქმით, როგორი გადაწყვეტილებებიც არ უნდა მიიღოს რუსეთის სასამართლომ, „მიზანი უკრაინაში რუსეთის დამარცხებაა“.
მანამდე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ „ქართული ლეგიონის“ 70 მებრძოლის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ საქართველო უკრაინის მხარეს მებრძოლების რაოდენობით ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა.

ასევე დაგაინტერესებთ