მოსამართლემ ხალხი დარბაზიდან გააძევა და სხდომა ნაწილობრივ დახურა – რა ხდება სინდისის პატიმრების პროცესზე (ვიდეო)

ხმაური სინდისის პატიმრების პროცესზე – მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ სხდომის ნაწილობრივ დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და ხალხი დარბაზიდან გააძევა. რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრებს და ახლობლებს მანდატურებამ სასამართლო დარბაზი დატოვებინეს.
სხდომიდან გამოსულმა მოქალაქეებმა დარბაზი პროტესტით და “ოლე ოლას” შეძახილებით დატოვეს.